Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-408-654-08 9 ივლისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ს-ავას კანონიერი წარმომადგენელი ლ.ც-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ც-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი

კ. ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ც-ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 19.. წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ.ც-ძესთან. 19.. წელს ისინი განქორწინდნენ. 20.. წ. .. აპრილს მასთან მივიდა მოპასუხე და სთხოვა მის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინა ეჩუქებინა მისი მცირეწლოვანი შვილისთვის - მ.ს-ავასთვის. მოპასუხემ იგი დაარწმუნა, რომ შეურიგდებოდა და ერთად იცხოვრებდნენ. 20.. წ. აპრილში გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, მიუხედავად ამისა ლ.ც-ძემ დანაპირები არ შეასრულა. იგი არ აძლევს უფლებას თავის კუთვნილ ბინაში იცხოვროს. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ჩუქების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, მან მოითხოვა საჩუქრის უკან გამოხმობა.

თ.-ის საქლაქო სასამართლოს 20..წ. . თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ს-მ.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 20..წ. .. ივლისის ჩუქების ხელშეკრულება კ. ს-ს და მ.ს-ავას შორის; გაუჩქებული ნივთი, საცხოვრებელი ბინა მდებარე თ.-ში, ბ.ხმელნიცკის ქუჩა ¹48, კორპ. 1, ბინა ¹.. საკუთრებაში დაუბრუნდა კ. ს-ს; ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოეხდინა კ. ს-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: თ.-ში, ...ის ქუჩა ¹48, კორპ. I, ბინა ¹...

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ავას კანონიერმა წარმომადგენელმა ლ.ც-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

უზენაესი სასამართლოს 20..წ. 7 ივნისის განჩინებით მ.ს-ავას კანონიერი წარმომადგენლის - ლ.ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება.

20..წ. 5 ოქტომბერს ლ.ც-ძემ განცხადებით მიმართა თ.-ის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. 20 მარტის განჩინებით მ.ს-ავას კანონიერი წარმომადგენლის - ლ.ც-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ც-ძემ. მან მიუთითა, რომ თ.-ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი იმოქმედებდა გადაწყვეტილების შედეგზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ კ. ს-ა არა ითვლება ინვალიდად. იგი არ ითვლება შრომისუუნაროდ და ეწევა საადვოკატო საქმიანობას, მას შეუძლია საყოფაცხოვრებო პირობების თავად შექმნა. აღნიშნული სასამართლოსთვის რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღების დროს ცნობილი, არ დააკამყოფილებდა სააპელაციო საჩივარს.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ.ს-ავას წარმომადგენელ ლ.ც-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, თუ:

აღმოჩნდება რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სასამართლოს მიმართ.

მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

მოცემულ შემთხვევაში ლ.ც-ძე ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ კ. ს-ა 20..წ. 20 აპრილიდან აღარ ითვლება ინვალიდად, რასაც ადასტურებს შპს ¹5 ს.პ. გაერთიანების 20..წ. დეკემბრის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ¹..7/6 ბრძანების თანახმად, კ.ს-ა არ ექვემდებარება შესაძლებლობის შეზღუდვის არც მკვეთრად, არც მნიშვნელოვნად და არც ზომიერად გამოხატულ სტატუსს; კ. ს-ა არ არის შრომისუუნარო პირი და მას შეეძლო თავისი საქმიანობით შეექმნა სასურველი საყოფაცხოვრებო პირობები, რის დასადასტურებლადაც უთითებს „ ...ის“ 20..წ. 22 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერს შრომითი ჰონორარის სახით კ.ს-ს ანგარიშზე 200 ლარის ჩარიცხვის შესახებ.

საკასაციო პალატის აზრით, განმცხადებლის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს, ვინაიდან ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. ლ.ც-ძეს შეეძლო აღნიშნული გარემოება მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს სასამართლოსთვის ეცნობებინა და წარედგინა სათანადო მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ლ.ც-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.ს-ავას კანონიერი წარმომადგენლის - ლ.ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.