Facebook Twitter

¹ას-426-776-07 4 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. თ-ი (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სოფელ ... გემგეობისა და წყალტუბოს ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ თავისი ძმის _ ა. თ-ის სახელზე რიცხული წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე ორსართულიანი სახლის მესაკუთრედ ცნობისა და მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაება ა. თ-ი, რომელმაც მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე მ. ყ-ის მიერ შედგენილი ანდერძის საფუძველზე სახლის მესაკუთრედ ცნობა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო სახლის პირველი სართული ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი მ. ყ-ის საკუთრებად და ამავე უფლებით გადაეცა მ. თ-ს, მოპასუხეებს დაევალათ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება, ხოლო ა. თ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მ. და ა. თ-ების მამამ _ ა. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზემოხსენებული სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. თ-ი ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2-ის, კერძოდ, მეორე სართულის მესაკუთრედ.

2002 წლის 25 ივლისს ა. თ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მიუთითა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო 2002 წლის 3 აპრილს და მოითხოვა მისი გაუქმება. აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და საბოლოოდ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ მხარის მოთხოვნა ამავე სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში წარმოადგენს განცხადებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ხოლო ა. თ-ის სარჩელი ა. თ-ის მიმართYწყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე სადავო სახლის მეორე სართულის მესაკუთრედ ცნობის შესახებ გამოეყო ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ა. თ-ის განცხადება 2002 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი, ასევე უარი ეთქვა მხარის მოთხოვნას მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე ა. თ-მა შეიტანა კერძო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი. მხარეს განემარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

აღნიშნულის მიუხედავად, ა. თ-მა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, მოითხოვა 2007 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმება და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. თ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება, ხოლო, ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით ცალსახად დადგენილ შემთხვევებში. ამასთან, კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი ზემდგომი სასამართლოს მიერ იქნა განხილული, არ გასაჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში ა. თ-მა განსახილველი კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც მისი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ზემოხსენებული მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მითითებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. თ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. თ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.