საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-433-675-08 9 ივლისი, 2008წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ.ი-Kი (კ-ი)
წარმომადგენელი _ ნ.გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.და დ.კ-ოვები, ლ.კ-ოვა
გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება
დავის საგანი – საერთო საკუთრების წილის განკარგვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20..წ. .. დეკემბერს ლ.კ-ოვამ სარჩელით მიმართა თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ტ. კ-ოვას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება მისი კუთვნილი ბინიდან _ მდებარე თ.ში, საბურთალოს ქ. ¹42, ბინა ¹4. მოსარჩელის განმარტებით, თანმხლები პირია ტ. კ-ოვას ვაჟი _დ., რომელიც კანონით დადგენილი წესით საქმეში ჩართულ იქნა თანამოპასუხედ.
თავის მხრივ, ტ.და დ.კ-ოვებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ლ.კ-ოვას წინააღმდეგ და მოითხოვეს სადავო ბინის 5/8 ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო 3/8-ზე ლ.კ-ოვას საკუთრების უფლების აღიარება, რაც შემდგომ დააზუსტეს და მოითხოვეს ½1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, ასევე მოითხოვეს ქ.თ.ში, მარტყოფის ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½-ზე მათი საკუთრების უფლების აღიარება.
თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით ლ.კ-ოვას სარჩელი ტ.და დ.კ-ოვების უკანონო მფლობელობიდან ქ. თ.ში, … ქ. ¹42-ში, I კორპუსში მდებარე ¹4 ბინის გამოთხოვისა და მათი გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ.და დ.კ-ოვების შეგებებული სარჩელი, ტ.და დ.კ-ოვები ცნობილ იქნენ ქ. თ.ში, … ქ. ¹42-ის I კორპუსში მდებარე ¹4 ბინის 1\2-ის თანამესაკუთრეებად; არ დაკმაყოფილდა ტ.და დ.კ-ოვების შეგებებული სარჩელი მოსარჩელის საკუთრებაში ქ. თ.ში, მ-ის ქ. ¹..-ში მდებარე უძრავი ქონების შესაბამისი წილის 1\3-ის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.
20..წ. 8 აგვისტოს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართა ლ.კ-ოვამ და მოითხოვა თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მათი უკანონო მფლობელობიდან არსებული ბინის გამოთხოვა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 20..წ. .. ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, ლ.კ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ლ.კ-ოვამ მისი გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის განჩინებით ლ.კ-ოვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინებით ლ.კ-ოვას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
20..წ. .. აპრილს თ.ის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
მხარეთა მორიგება ითვალისწინებდა შემდეგ პირობებს:
ტ. კ-ოვა თანახმა იყო, 20..წ. .. ივნისამდე ქ.თ.ში, … ქუჩა ¹42-ში მდებარე ¹4 ბინის წილის სანაცვლოდ ლ.კ-ოვასათვის გადაეხადა .. 000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იღებდა ვალდებულებას, ლ.კ-ოვასათვის 20..წ. .. აგვისტომდე გადაეხადა 35 000 აშშ დოლარი;
თავის მხრივ, ლ.კ-ოვა თანახმა იყო, ზემოაღნიშნული თანხის მიღების შემთხვევაში, უარი განეცხადებინა ქ.თ.ში, … ქუჩა ¹42-ის, I კორპუსში მდებარე ¹4 ბინის საკუთარ წილსა და თავისი შვილის წილზე და კისრულობდა ვალდებულებას, იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს _ ქ. კ-შვილს აღნიშნულ ბინაზე გაუჩნდებოდა პრეტენზია, თავად გადაეხადა მისთვის შესაბამისი თანხა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინებით, ლ.კ-ოვას, ტ.და დ.კ-ოვებს შორის დამტკიცდა მორიგების პირობები და შეწყდა საქმის წარმოება.
მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული განჩინება ჩამოყალიბდა დასაბუთების გარეშე და მათ უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე.
თბილსისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.კ-ოვას წარმომადგენელმა ნ. ანდრიაშვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინებით ლ.კ-ოვას წარმომადგენელ ნ. ა-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
20..წ. 20 მაისს ლ.კ-ოვას შვილის _ ქ.ი-Kი-კ-ის წარმომადგენელმა ნ.გ-შვილმა კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ქ.ი-Kის საქმეში მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ლ.კ-ოვამ ქ.ი-Kის წილზე ისე განაცხადა უარი, რომ შესაბამისი უფლებამოსილება ქალიშვილისაგან არ მიუღია, ამასთან, ქ.ი-Kი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესს უშუალოდ ეხება მორიგების განჩინება, არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე ისე განკარგა სასამართლომ მისი კუთვნილი ქონება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ქ.ი-Kის (კ-ი) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ.
დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებებით.
სამოქალაქო უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს უფლება მისი მფლობელის სრულ განკარგულებაშია. პირს შეუძლია ისარგებლოს ამ სიკეთით, გაასხვისოს თავისი უფლება ან საერთოდ უარი თქვას მასზე, თუ ამ უფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლი).
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეები მორიგდნენ, კერძოდ, ლ.კ-ოვამ უარი განაცხადა თავისი და თავისი შვილის _ ქ. კ-ის ბინის წილზე თანხის მიღების სანაცვლოდ.
ასევე დადგენილია, რომ ქ. კ-ი საქმეში მხარედ არ ყოფილა მოწვეული. გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ეხება ქ. კ-ის უფლებებს, სასამართლომ ისე დაამტკიცა მხარეთა შორის მორიგება, რომ არ გაარკვია ჰქონდა თუ არა ლ.კ-ოვას უფლებამოსილება განეკარგა თავისი შვილის - ქ. კ-ის წილი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაარკვიოს რა უფლება გააჩნია ქ. კ-ს სადავო ბინაზე და უფლებამოსილი იყო თუ არა ლ.კ-ოვა განეკარგა მისი წილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.ი-Kის (კ-ი) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.