საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-451-693-08 .. ივლისი , 2008 წელი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.კ-შვილი
წარმომადგენელი _ მ.ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ-ოვი, ხ.კ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20..წ. .. ივლისს ა.კ-შვილმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ გ.კ-ოვისა და ხ.კ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.კ-შვილის წარმომადგენელმა _ მ.ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით, ა.კ-შვილის წარმომადგენელ მ.ს-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან .. დღის ვადაში სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
20..წ. .. თებერვალს ა.კ-შვილის წარმომადგენელმა _ მ.ს-ძემ განცხადებით მიმართა თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ აღმოფხვრილია, კერძოდ, წარმოდგენილია სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლება.
თ.ის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე და 20..წ. 6 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა .. დღით გაუგრძელა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ა.კ-შვილის წარმოამდგენელმა _ მ.ს-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსეს, ხოლო საფოსტო შეტყობინებაზე შესრულებული ხელმოწერა შეუძლებელია ეკუთვნოდეს ა.კ-შვილის დედას, ვინაიდან, იგი ავადმყოფობის გამო, რამოდენიმე წელია ვერ ახერხებს სოფელში არსებული სახლიდან გამოსვლას. ამასთან, შეტყობინებაზე ხელს აწერს ვინმე ბენაშვილი, მაშინ, როდესაც ა.კ-შვილის დედის გვარია _ კაჭახიძე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ა.კ-შვილის დაბადების მოწმობის ასლი და მისი მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა.კ-შვილის წარმომადგენელ მ.ს-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით, ა.კ-შვილის წარმომადგენელ მ.ს-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან .. დღის ვადაში სსსკ-ის 440-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 20..წ. 6 მარტის განჩინებით აპელანტს .. დღით გაუგრძელა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ა.კ-შვილსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (ს.ფ. ..2-..3).
თ.ის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 20..წ. 6 მარტის განჩინების ასლი აპელანტ ა.კ-შვილის დედას ჩაჰბარდა 20..წ. .. მარტს (ს.ფ. ..4), ხოლო მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, კერძოდ, 20..წ. .. აპრილს გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ საფოსტო შეტყობინებაზე შესრულებული ხელმოწერა შეუძლებელია ეკუთვნოდეს ა.კ-შვილის დედას, ვინაიდან, იგი ავადმყოფობის გამო, რამოდენიმე წელია ვერ ახერხებს სოფელში არსებული სახლიდან გამოსვლას. ამასთან, შეტყობინებაზე ხელს აწერს ვინმე ბ-შვილი, მაშინ, როდესაც ა.კ-შვილის დედის გვარია _ კ-ძე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ა.კ-შვილის დაბადების მოწმობის ასლი და მისი მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო იზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ა.კ-შვილის დაბადების მოწმობით ირკვევა, რომ დედამისი არის ლ. კ-ძე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია და საქმე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა.კ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე გაუქმდეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.