Facebook Twitter

¹ას-459-808-07 3 ოქტომბერი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. თ-ე

წარმომადგენელი---დ. ყ-ე

მოწინააღმდეგე მხარე –პ. ო-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი –სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა პ. ო-მა, მოპასუხე ა. თ-ი მიმართ და აღნიშნა, რომ მოპასუხეს 2006 წლის 01 აპრილისათვის უნდა დაებრუნებინა სესხის სახით მიღებული თანხა 3300 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიურად 5%-ის გადახდის პირობით. ვითარების გართუვლების გამო მოპასუხემლ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ მიზანშეწონილად ჩათვალა ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების არსებოლბა დადასტურებულიყო წერილობით. შესაბამისად, 2006 წლის 07 სექტემბერს მოპასუხემ ხელწერილით აღუთქვა პ, ო-ს, რომ ვალს გაუსტუმრებდა 2006 წლის 20 ოქტომბერს. მაგრამ ა. თ-მ აღნიშნული პირობაც ვერ შეასრულა. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 01 აპრილიდან თანხის დაბრუნების ვადას მოპასუხემ გადააცილა 9 თვე, რის გამოც სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის დარიცხვის შედეგად სარგებლის თანხამ შეადგინა 1633 აშშ დოლარი, ხოლო საერთო დავალიანებამ 5262 აშშ დოლარი, აქედან 1200 აშშ დოლარი მოპასუხეს გასტუმრებული ჰქონდა, რაც უნდა გამოკლებოდა საერთო დავალიანებას და საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა ა.თ-ისათვის 4062 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ კი 2100 აშშ დოლარის ნაწილში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით პ. ო-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოპასუხე ა. თ-ს პ. ო-ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების თანხა 2595 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ის წარმომადგენელმა დ. ყ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ა. თ-ის წარმომადგენლის დ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება ა. თ-ის წარმომადგენელს დ. ყ-ს ჩაბარდა 2007 წლის 3 აპრილს სააპელაციო საჩივარი კი აპელანტის მიერ ნაცვლად 2006 წლის 17 აპრილისა შეტანილია 2006 წლის 18 აპრილს. სააპელაციო საჩივრის 14 დღიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. თ-ის წარმომადგენელმა დ. ყ-მ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მის მარწმუნებელს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ემუხლების დარღვევით, ჩაბარებაზე მას ხელი არ მოუწერია, რადგან არ იმყოფებოდა ქალაქში, ხოლო თავად მას გადაწყვეტილების ასლი გადასცეს დაგვიანებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. თ-ის წარმომადგენლის დ. ყ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამდენად, მოცემული მუხლიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად მოითხოვება სასამართლო უწყების (იგულისხმება განჩინება, გადაწყვეტილება) გაგზავნა, როგორც მხარისათვის, ისე მისი წარმომადგენლისათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მის მარწმუნებელს არ გაგზავნია და შესაბამისად არც ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან როგორც საქმიდან ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გაეგზავნა მხოლოდ ა. თ-ის წარმომადგენელს დ. ყ-ს (ს.ფ.30) და არ გაგზავნია თავად მხარეს ა. თ-ს, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ მხარეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამდენად იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. თ-ის წარმომადგენლის დ. ყ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.