საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-470-711-08 2 ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ.ო-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,.. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონოდ დარიცსული თანხის გადასახადისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .აპრილს მ.ო-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „.. ..-ის“ მიმართ და მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 20..წ. ნოემბრის თვეში მან მიიღო სს „.. ..-ის“ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი და ქვითარი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 886 ლარი. ამავე დროს, სს „.. ..-მა“ მოსარჩელეს შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ბინაში არავინ ცხოვრობდა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან სცადა სს „.. ..-ის“ ადმინისტრაციასთან ვითარების გარკვევა, სადაც მოსთხოვეს სანოტარო წესით დამოწმებული მეზობლების ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ იგი მითითებულ ბინაში არ ცხოვრობდა. მოსარჩელემ წარადგინა აღნიშნული დოკუმენტი, მაგრამ სს „.. ..-მა“ მის მიერ გამოთხოვილი ცნობა მხედველობაში არ მიიღო. მას შემდეგ მოსარჩელემ სს „.. ..-ისაგან“ მიიღო სხვადასხვა ჯარიმების აქტები და ქვითრები. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სს „.. ..-მა“ მიმართა თ.ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მ. ო-შვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე. 20..წ. .. იანვრის სასამართლოს დადგენილებით შეწყდა საქმის წარმოება მ.ო-შვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს „.. ..-ის“ მიერ მისთვის უკანონოდ დარიცხული ..01 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ო-შვილის სარჩელი.
აღნისნული გადაწვეტილება სააპალაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ო-შვილმა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინებით მ.ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
აპელანტმა სააპელაციო საჩივრის ღირებულება განსაზღვრა 886 (რვაასოთხმოდაექვსი) ლარის ოდენობით. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ ..00 ლარს არ აღემატება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ო-შვილმა
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გაუგებარი მიზეზების გამო ბინის ყიდვიდან ..99 წლიდან 20..წ. მარტის თვემდე ამ ბინაში ცხოვრების პერიოდში უკანონოდ დაერიცხა 751 ლარი და 52 თეთრის გადახდა. ამის საპასუხოდ წარადგინა ცნობა ნოტარიუსით დამტკიცებული, ხუთი მეზობლის ხელმოწერით, რომლებიც ადასტურებენ მისი არ ცხოვრების ფაქტს აღნიშნულ მისამართზე. აგრეთვე წარადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ ბინა, რომელშიც მანამდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად (...ის ¹68) გაყიდა 2002 წელს. 20..წ. .. მაისს მოუვიდა ერთჯერადი აქტით გამოწერილი გაუგებარი ჯარიმა ..3 ლარისა და 83 თეთრის ოდენობით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას ხელი არავითარ აქტზე არ მოუწერია და სს ,,.. ..” სრულიად უკანონოდ ედავება ..05 ლარის გადახდას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ო-შვილმა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ს/ს “.. ..-ის” მიერ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა, დავის საგნის ფასი თავად განსაზღვრა და მიუთითა ..01 ლარი. თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ.ო-შვილი გათავისუფლდა სს “.. ..-ის” 20..წ. .. ნოემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹1..700-ის საფუძველზე დარიცხული 779 ლარისა და 90 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან და ასევე 20..წ. .. იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹....66-ის საფუძველზე დარიცხული 1.. ლარისა და 45 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ო-შვილმა და მოითხოვა ს/ს “.. ..-ის” მიერ უკანონოდ დარიცხული თანხის 886 ლარის ჩამოწერა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინებით მ.ო-შვილის სააპელაციო საჩივარი თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება ..00 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ო-შვილმა სააპელაციო საჩივრის ღირებულება განსაზღვრა 886 ლარით (ს.ფ 64). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად რადგან, განსახილველ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა ..00 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხოლო მ.ო-შვილის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..4-ე, 4..-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.ო-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.