ას-473-821-07 19 სექტემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ .. ..” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ფ....”EE (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ფ...ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 28 ივლისის ფ....ის პირველ რაიონში მე-6 ლიანდაგიდან სამანევრო შემადგენლობის გამოსვლის დროს ¹40 ისარზე ჩავარდა და დაზიანდა 19 ნახევარავაგონი. სამანევრო შემადგენლობის ბოქსიტით დატვირთული 33 ვაგონი, რომელიც გადაყენებული იყო მე-6 ლიანდაგში და გადმოყავდათ სადგურში. ¹40 ისარზეE მსვლელობისას გადამყვან მრუდეში მიმართულების მარჯევნა მხარეს მოხდა შემადგენლობის თავდაპირველად მე-11 ¹... ვაგონის პირველი ურიკის და შემდეგ სხვა დანარჩენი ვაგონების ლიანდაგიდან აცდენა მარჯვენა მხარის წყვილთვალებით. ლიანდაგიდან აცდენის წერტილიდან 7.6 მეტრის გავლის შემდეგ კალმის ქუსლში მოხდა გოგრწყვილების კვლავ რელსზე ასვლა, ხოლო ¹.... ვაგონი ჩავარდნილი პირველი ურიკის ერთი გოგრწყვილით გაჩერებულ იქნა ისარზე. ლიანდაგზე ამოყვანის დროს აღნიშნულ ვაგონზე დამატებით დაზიანდა კიდევ ორი გოგრწყვილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გამოვლინდა, რომ ¹40 ისარზე გადამყვან მრუდეში ჩავარდნის ადგილზე არის უვარგისი გადამყვანი ძელები, პირაპირში დიდი ღრეჩო, ცალი მხრიდან ჭანჭიკის გარეშე, რამაც გამოიწვია ლიანდაგის გაშლა და გოგორწყვილების ჩავრდნა მარჯვენა ძაფის შიგნით. ამის შედეგად ვაგონებმა მიიღეს დაზიანება.
შპს “ .. ..” სამტრედიის წარმომადგენლობასა და ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის 2002 წლის თებერვალში თვეში დაიდო ხელშეკრულება შპს “ფ...ის” და შპს “ .. ..” ფილიალ სადგურს შორის ფოთში მუშაობის ერთიანი ტექნოლოგიური პროცესის შესახებ, რომელიც არეგულირებს ვაგონებისა და გემების დაცლა-დატვირთვისათვის, გადასაზიდი ტვირთებისა და საშუალებების უსაფრთხოების, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სამანევრო სამუშაოებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ვაგონების ან სხვა მოძრავი შემადგენლობის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ლიანდაგის ან სხვა მოწყობილობების მოუწსერიგებლობით, რკინიგზაზე მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს ნავსადგურმა.
ვაგონების გადავრდნა მოხდა ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე, რის გამოც შპს “ფ...ის” ვალდებულია, აანაზღაუროს ზარალი, რომელიც შეადგენს 21588,33 ლარს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ .. ..“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ფ...ის“ - 21588,33 ლარის გადახდის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა ვ.გ-მა.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანი იყო, კერძოდ, სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და გადასახდელად დარჩენილი იყო 215.89 ლარი, ამასთან, სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი არ იყო სათანადო რაოდენობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა.
აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ამიტომ 2007 წლის 16 მაისის განჩინებით შპს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..”. მან მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი მათ გადაიხადეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, მათ ხარვეზი უნდა შეევსოთ 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით. ბანკში თანხის შესვლის თარიღად მითითებულია 2007 წლის 14 მაისი, ხოლო გატარების თარიღად 2007 წლის 15 მაისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ .. ..” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განჩინება ხარვეზის თაობაზე აპელანტს ჩაჰბარდა 2007 წლის 7 მაისს, რომლის თანახმადაც ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით.
დადგენილია, რომ შპს „ .. ..“ წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებითა და დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით, სააპელაციო სასამართლოს, ნაცვლად 2007 წლის 14 მაისისა, მიმართა 16 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების ასლები ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შპს “ .. ..” არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა კანონის ნორმების დაცვით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ .. ..” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.