Facebook Twitter

ას-487-726-08 30 სექტემბერი, 2008წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ას ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ... სააგენტოს ... სამსახური; მარნეულის ნოტარიუსი ლ. ა-ა; ლ. ა-ა; გ. გ-ა; ა. გ-ი; ტ. ნ-ი (მოპასუხეები)

მესამე პირი – ს. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართოლს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი – .... ჩანაწერისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ... რეგისტრაცია, ბინიდან გამოსახლება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 13 სექტემბერს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. კ-ას ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა მოპასუხეების – .... სააგენტოს მარნეულის ..... სამსახურისა და ტ. ნ-ის, მესამე პირის – ს. ც-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. მარნეულში, ...ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ტ. ნ-ის რეგისტრაციის შესახებ .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურის ¹33569 ჩანაწერისა და ტ. ნ-ს და ს. ც-ს შორის 2003 წლის 27 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე ... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურისათვის სადავო ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის დავალდებულება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 199 წლის 13 აპრილს პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდს შორის დაიდო მარნეულში, .... ქ. ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის 1996 წლის 12 ივლისის ბრძანების ადა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობის უფლებით გადაეცა ტ. ნ-ს. ხელშეკრულების 2.3 პუნქტიდან გამოდინარე, ტ. ნ-ს უფლება არ ჰქონდა, გაესხვისებინა ან გაეცვალა ფონდის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ფონდის ნებართვის გარეშე. მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი ფონდს გააჩნდა სასამართლო წესით ტ. ნ-ის დაკავებული ბინიდან გამოსახლების უფლებამოსილება სხვა საცხოვრებელი სახლის მიუცემლად (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი).

.... სააგენტოს მარნეულის ..... სამსახურის 2005 წლის 1 ივლისის ¹119 ცნობით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მარნეულში, ... ქ. ¹9-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ტ. ნ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, სარეგისტრაციო ნომრით ¹.... ამავე ცნობით მოსარჩელემ შეიტყო, რომ მოგვიანებით სადავო ქონება ტ. ნ-მა გაასხვისა ს. ც-ზე.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურის ¹... ჩანაწერი, ისევე როგორც ტ. ნ-სა და ს. ც-ს შორის 2003 წლის 27 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ასეთად, მოსარჩელემ დააასახელა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, უძრავი ნვითის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გარიგების ფორმა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. მოსარჩელე მიუთითებდა სადავო შემთხვევაში კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების დაუცველობაზე. მისი აზრით, იმ პირობებში, როდესაც ტ. ნ-ს სადავო ქონებამ ხოლოდ სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული, გაურკვეველი იყო საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვა. ამგვარი ქმედება ასაბუთებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის დარღვევას.

2005 წლის 14 ნოემბერს პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა იმავე სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა გაზარდა, კერძოდ, უკვე დასახელებულ მოთხოვნებს სადავო ბინიდან მასში მცხოვრები პირების გამოსახლების მოთხოვნა დაუმატა. ამავე განცხადებით მოსარჩელემ სარჩელზე მოპასუხედ დამატებით მიუთითა ნოტარიუს ლ. ა-ზე, ხოლო მესამე პირად რ. თ-ზე. აღნიშნულ პირთა საქმეში ჩაბმის აუცილებლობა მოსარჩელემ ლ. ა-ან მიმართებაში სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მის მიერ დამოწმები, ხოლო რ. თ-თან მიმართებაში ამ უკანასკნელის სადავო ბინაში ცხოვრებით დაასაბუთა.

2005 წილს 18 ნოემბერს მარნეულის რაიოულ სასამართლოს ხელახალი სასარჩელო განცხადებით მიმართა პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა მოპასუხეების ლ. ა-ასა და რ. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ 13.09.05 წ. სარჩელში მითითებული საფუძვლებით მოითხოვა: ქ. მარნეულში,... ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ტ. ნ-ის რეგისტრაციის შესახებ .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურის ¹... ჩანაწერისა და ტ. ნ-ს და ს. ც-ს შორის 2003 წლის 27 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურისათვის სადავო ქონების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის დავალდებულება და სადავო ბინიდან რ. თ-ისა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

2006 წლის 28 თებერვალს პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა იმავე სასამართლოში შუამდგომლობა წარადგინა, რომლითაც ითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე არასათანადო მოპასუხე რ. თ-ის სათანადო მოპასუხე მ. ა-ით შეცვლა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე არასათანადო მოპასუხე რ. თ-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხე მ. ა-ით.

იმავე სასამართლოში 17.03.06 წ. წარდგენილი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა კიდევ ერთხელ დააზუსტა მოპასუხეები, ითხოვა მათი რიცხვიდან ტ. ნ-ის ამორიცხვა და მოაპსუხეებად დამდატებით დაასახელა სადავო ბინაში იმჟამად მცხოვრები შემდეგი პირები: გ. -, ლ. _, ა. –

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის განჩინებით პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აღნიშნულ საქმეზე .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურთან, ნოტარიუს ლ. ა-ან და ს. ც-თან ერთად მოპასუხეებად ჩაებნენ: ლ. -, გ. – და ა. -.

მარნეულის რაიონული სასამართოლს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოიფლდა, ბათილად იქნა ცნობილი .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურის ¹... ჩანაწერი, ქ. მარნეულში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 994 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ტ. ნ-ის რეგისტრაციის შესახებ; მოსარჩელის მოთხოვნა ტ. ნ-სა და ს. ც-ს შროის 2003 წლის 27 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის სამსახურისათვის პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის სახელზე ქონების რეგისტრაციის მიზნით ახალი ინდივიდუალურ – სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ბინაში ჩასახლებულ პირთა გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, საქმეში არსებულ 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹... ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც ქ. მარნეულში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 994 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ტ. ნ-ი. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ცნობა-დახასიათება ¹514 და სარეგისტრაციო მოწმობა ¹515. სარეგისტრაციო მოწმობისა და ცნობა-დახასიათების თანახმად, ქონების ტ. ნ-ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1996 წლის 17 მაისის ¹1 ბრძანება. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ ტ. ნ-ს უძრავი ქონება უვადო სარგებლობის უფლებით გადაეცა პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდისაგან არა 1997 წლის 17 მაისის ¹1 ბრძანებით, არამედ 1996 წლის 12 ივლისის ¹2 ბრძანებით, რაზეც გაფორმდა ხელშეკრულება. თავის მხრივ, 1997 წლის 17 მაისის ¹1 ბრძანება დაკავშირებული იყო რ. ლ-ვის გამოსყიდვის უფლებით ქონების გადაცემასთან. არც .... და არც .... ბიუროში არ ყოფილა წარდგენილი უძრავი ნივთის შესაძენად სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი. იმ შემთხვევაში თუ ტ. ნ-ი პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდისაგან შეიძენდა საკუთრების უფლებას ამ ქონებაზე, მათ შორის უნდა გაფორმებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით, რაც საქმის მასალებიდან და წარდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდებოდა და იძლეოდა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ .... სააგენტოს მარნეულის .... სამსახურის სადავო ჩანაწერი ეწინააღმდეგებოდა კანონით გათვალისწინებულ უძრავი ქონების შეძენის წესებს, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.

მოსარჩელის მოთხოვნა ტ. ნ-სა და ს. ც-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ამ ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციისა და ბინიდან მასში ჩასახლებული პირების გამოსახლების ნაწილში რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ სადავო ბინის შემძენის ს. ც-ის არაკეთილსინდისიერება საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ დასტურდებოდა. ამავე საფუძვლით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მის სახელზე ქონების რეგისტრაციის მიზნით ახალი აქტის გამოცემის შესახებ..

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ტ. ნ-სა და ს. ც-ს შორის 2003 წლის 27 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინებით .... ფონდის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ..... ფონდს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2008 წლის 29 თებერვალს, ხოლო ამ უკანასკნელმა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 17 მარტს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მის მიერ სააპელაციო საჩივრის 2008 წლის 17 მარტს წარდგენასთან დაკავშირებით, მისი მითითებით, სააპელაციო საჩივარი მარნეულის რაიონულ სასამართლოში 2008 წლის 13 მარტს გაიგზავნა. აღნიშნულ გარემოებას კერძო საჩივრის ავტორი საჩივარზე თანდართული 2008 წლის 13 მარტის ¹544 შეკვეთილი წერილის გაგზავნის დამადასტურებელი ქვითრების დედნებით ასაბუთებს, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას არასწორად მიიჩნევს.

კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო სასამათრთლოში კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა შპს „ს. ფ.“ მარნეულის ფილიალის უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს წერილი, რომელშიც ფილიალის ფოსტის უფროსი განმარტავს, რომ თბილისიდან მარნეულის რაიონულ სასამართლოში გამოგზავნილი 2008 წლის 13 მარტის ¹544 შეკვეთილი წერილი მარნეულის ფოსტაში შევიდა 2008 წლის 14 მარტს ხოლო ადრესატს ჩაჰბარდა 2008 წლის 17 მარტს (ტომი 3, ს.ფ. 310). ასევე წარმოდგენილ იქნა მარნეულის რაიონული სასამართლოდან 2008 წლის 13 აგვისტოს ¹665 წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის 14 მარტის მდგომარეობით პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდს მარნეულის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა მხოლოდ მოცემულ საქმეზე ეწურებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღთან დაკავშირებით დაეყრდნო მარნეულის რაიონული სასამართლოს მისაღებიის შტამპზე დაფიქსირებულ სააპელაციო საჩივრის შესვლის თარიღს – 2008 წლის 17 მარტს. სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება იმ დროისათვის საქმის მასალებში არ არსებობდა. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვისას კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლევა მივიჩნიოთ, რომ სააპელაციო საჩივარი მარნეულის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ შემთხვევაში საპროცესო ვადა გასული არ არის.

აპელანტს პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარებული აქვს 2008 წლის 29 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 1 მარტს და დამთავრდა 2008 წლის 14 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი.

საქმეში წარმოდგენილია ¹544 შეკვეთილი წერილის გზავნილის მარნეულის რაიონულ სასამართლოში გაგზავნის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებზე დასმულ შტამპზე თბილისის ფოსტაში ჩაბარების თარიღად დაფიქსირებულია 2008 წლის 13 მარტი. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს „ს. ფ.“ მარნეულის ფილიალის უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდის მიერ თბილისიდან მარნეულის რაიონულ სასამართლოში გაგზავნილი 2008 წლის 13 მარტის ¹544 შეკვეთილი წერილი მარნეულის ფოსტაში შევიდა 2008 წლის 14 მარტს, ხოლო ადრესატს ჩაბარდა 2008 წლის 17 მარტს. ასევე წარმოდგენილია მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 აგვისტოს ¹665 წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის 14 მარტის მდგომარეობით პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდს მარნეულის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა მხოლოდ მოცემულ საქმეზე ეწურებოდა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი მარნეულის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით, კერძოდ, პ. კ-სა და მ. კ. ს. ს. ს., მ. გ. და დ. ფონდმა სააპელაციო საჩივარი (შეკვეთილი წერილი ¹544) თბილისის ფოსტას ჩააბარა 2008 წლის 13 მარტს, ხოლო მარნეულის ფოსტაში აღნიშნული წერილი შევიდა 2008 წლის 14 მარტს. ასეთ ვითარებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა გასულად ვერ ჩაითვლება. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმადქ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლებზე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.