ას-488 835-07 6 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის რაიონის ... , ... მეურნეობა (მოპასუხეები)
დავის საგანი - ხელვაჩაურის რაიონის ... ის 1996 წლის 26 სექტემბრის ¹159 განკარგულების ბათილად ცნობისა და ტრაქტორის კანონიერ მფლობელზე დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-მ 2005 წლის 13 სექტემბერს კერძო საჩივრით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მას თავის დროზე აღნიშნული განჩინების შესახებ არ ეცნობა; მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2005 წლის სექტემბერში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემული სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინება. განახლდა ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ის განუხილველად დატოვებული სარჩელი ... მეურნეობის მიმართ ...ის 1996 წლის 26 სექტემბრის ¹159 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინებით … სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის გ. ფ-ის სარჩელი ხელვაჩაურის ... მეურნეობის მიმართ ხელვაჩაურის რაიონის ...ის 1996 წლის 26 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობისა და ტრაქტორის კანონიერ მფლობელობაში დაბრუნების თაობაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ კერძო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე იმავე სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება; განახლდა ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ის განუხილველად დატოვებული სარჩელი ... მეურნეობის მიმართ, ...ის 1996 წლის 26 სექტემბრის ¹159 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამარღლოს 2006 წლის 1 ივნისის განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო 2006 წლის 1 ივნისის სასამართლოს სხდომის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ს კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 27 თებერვალს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება არ საჩივრდება.
... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-მ კერძო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე გ. ფ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად.
კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში იმპერატიულადაა მითითებული, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი შეტანილია სააპელაციო პალატის იმ განჩინებაზე, რომლითაც გ. ფ-ს კერძო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის განჩინებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი. ზემოაღნიშნულის გამო იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
... სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის გ. ფ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.