ას-493-840-07 2 ივლისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ღ-ის და მისი წარმომადგენლის ბ. შ-ს შუამდგომლობის (კერძო საჩივარი) დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებაზე.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 17 ივნისს ა. მ-მ სარჩელი აღძრა ე. პ-ს მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ბინიდან გამოსახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. პ-ა მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა ბინიდან.
2005 წლის 12 ოქტომბერს ვ. და ნ. ღ-ებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ამასთან, განმცხადებლებმა მოითხოვეს 2005 წლის 14 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება მიღებული იქნა განსახილველად. შეჩერდა 2004 წლის 14 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის მოქმედება ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-ის წარმომადგენელმა შ. შ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინება 2005 წლის 14 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების ნაწილში და ვ. და ნ. ღ-ების განცხადება სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ვ. ღ-ის მეურვეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის ნ. ღ-ის განცხადება აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. და ნ. ღ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ვ. და ნ. ღ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება.
ზემოხსენებული განჩინებაზე შუამდგომლობა (კერძო საჩივარი) შემოიტანა ვ. ღ-ის წარმომადგენელმა ბ. შ-მ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ვ. და ნ. ღ-ების კერძო საჩივარზე სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომელიც აღძრულია სააღსრულებო ბიუროში დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე.
აღნიშნული შუამდგომლობა (კერძო საჩივარი) საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ შუამდგომლობა (კერძო საჩივარი) განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, ვ. ღ-ის წარმომადგენელი ბ. შ-ა შუამდგომლობით (კერძო საჩივრით) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებას, რომლითაც ვ. და ნ. ღ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ღ-ის დამის წარმომადგენლის ბ. შ-ს შუამდგომლობა (კერძო საჩივარი) დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ღ-ის და მისი წარმომდგენლის ბ. შ-ს შუმდგომლობა (კერძო საჩივარი), როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.