¹ას-50-403-07 16 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძემ
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ჯ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ა. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის გადახდევინება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “ .. ..” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის თანხის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ე. ჯ-ს შპს “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 17 500 აშშ დოლარის გადახდა; მასვე შპს “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა წარმომადგენლის ხარჯების სახით, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 40 ლარის ოდენობით. უარი ეთქვა შპს “ .. ..” “პ...ის” ქუთაისის ფილიალის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქ.ბათუმში, ... ქ. ¹26/28-ში მდებარე მოპასუხე ე.ჯ-ის საკუთრებაში რიცხული ბინა ¹...-ის აუქციონზე რეალიზების მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ჯ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. ამავე პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ე.ჯ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. მასვე განემარტა, რომ თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად აპელანტმა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ჯ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ე. ჯ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად, ხოლო ა. ბ-ს დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით ე.ჯ-ის წარმომადგენელი ა. ბ-ს შუამდგომლობის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს ე. ჯ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად, ხოლო ა. ბ-ს დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ჯ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ე. ჯ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად, ხოლო ა. ბ-ს დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. ჯ-ს და მის წარმომადგენელს ა. ბ-ს. ე. ჯ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ განცხადებით ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით ე. ჯ-სა და მის წარმომადგენელს ა. ბ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. აღნიშნული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. ჯ-სა და მის წარმომადგენელს ა. ბ-ს, რაც პირადად ჩაბარდათ კასატორს 2007 წლის 19 მარტს და მის წარმომადგენელს 2007 წლის 23 მარტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 30 მარტის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ე. ჯ-ს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ჯ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.