საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-511-747-08 .. ივლისი, 2008წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – კ.გ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილებით გ.ნ-ძის სარჩელი კ.გ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ნ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 20..წ. .. მაისის განჩინებით გ.ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ნ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილების ასლი მის ძმას ჩაჰბარდა არა 20..წ. .. აპრილს, როგორც მითითებულია საფოსტო შეტყობინებაზე, არამედ 20..წ. 19 აპრილს, ვინაიდან იგი შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე მუშაობს ს.ს “ .. ..” იურისტად, ხოლო 20..წ. .. აპრილი იყო პარასკევი და, შესაბამისად, იგი გადაწყვეტილებას სამსახურში ყოფნის გამო ვერ ჩაიბარებდა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ს.ს “ .. ..-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობა. ამდენად, მას გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის .. დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილების ასლი გ. ნ-ძის ძმას დ. ნ-ძეს ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 20..წ. 18 აპრილს, (ს.ფ...7), ხოლო მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 20..წ. 5 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ..-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 20..წ. 2 მაისი.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი მის ძმას ჩაჰბარდა არა 20..წ. .. აპრილს, როგორც მითითებულია საფოსტო შეტყობინებაზე, არამედ 20..წ. 19 აპრილს, ვინაიდან იგი შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე მუშაობს ს.ს “ .. ..-ში” იურისტად, ხოლო 20..წ. .. აპრილი იყო პარასკევი და, შესაბამისად, იგი გადაწყვეტილებას სამსახურში ყოფნის გამო ვერ ჩაიბარებდა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ს.ს “ .. ..-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილი ს.ს “ .. ..-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობა არ აბათილებს საფოსტო შეტყობინებაზე მითითებულ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს. მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრება თავად კერძო საჩივრის ავტორს, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში კი, გ.ნ-ძემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებანი, რომლებზედაც დაამყარა თავისი მოთხოვნა.
ამდენად, გ.ნ-ძის მიერ თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
გ.ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.