Facebook Twitter

ას-53-406-07 2 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,.. .. ..”

მოწინააღმდეგე მხარე –ა. წ-ე

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

27.09.2005 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით გამარტივებული წესით დავალიანების გადახდის შესახებ, მიმართა ა. წ-მ მოპასუხე შპს „ .. .. ..“ მიმართ და განმარტა, რომ შპს „ .. .. ..“ და ა. წ-ს შორის 2002 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ვალდებული იყო გადაეცა ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹33-ში, 300 მ2 ფართით. შპს „ .. .. ..“ აღიარა რა თავისი ვალდებულების შესრულების აუცილებლობა, 08.07.2005 წ. ა. წ-სა და შპს „ .. .. ..“ შორის დაიდო ვალის აღიარების ხელწერილი, რომლის მიხედვითაც შპს „ .. .. ..“ შორის დაიდო ვალის აღიარების ხელწერილი, რომლის მიხედვითაც შპს „ .. .. ..“ აღიარა ვალის არსებობა 121 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალი უნდა დაფარულიყო 25.07.2005 წლამდე, რაც არ მოხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. წ-მ მოითხოვა გადახდის ბრძანების გამოცემა, შპს „ .. .. ..“ 121 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ (იხ. ს.ფ. 3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2005 წ. გადახდის ბრძანებით ა. წ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ .. .. ..“ მოსარჩელე ა. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 121 000 აშშ დოლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 10,11).

19.12.2005 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შესაგებლით მიმართა შპს „ .. .. ..“, რომლითაც 19.10.2005 წ. გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წესით განხილვა მოითხოვა (იხ. სბფ. 13,14).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2006წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო ა. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ .. .. ..“ მოსარჩელე ა. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 121000 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა (იხ. ს.ფ. 25).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2006 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..“ დირექტორმა და მისი გაუქმება მოითხოვა (იხ. ს.ფ. 27).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2006 წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2006 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 34).

30.05.2006 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სააპელაციო საჩივრით მიმართა შპს „ .. .. ..“ წარმომადგენელმა დ. ა-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2006 წ. განჩინებისა და ამავე სასამართლოს 05.04.2006 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ.37).საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადმოიგზავნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.07.2006 წ. განჩინებით შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 15.12.2006 წ. რის შესახებაც სასამართლო უწყებები მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 72).

15.12.2006 წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელი ლ. ლ-ა, არ გამოცხადდა შპს „ .. .. ..“ წარმომადგენელი. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 79).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „ .. .. ..’’ საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..’’ დირექტორმა გ. გ-მ და განმარტა, რომ შპს ,, .. .. ..” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად არ ჩაბარებია სასამართლო უწყება და მისთვის უცნობი იყო სხდომის თარიღის შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის აზრით გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა, განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის განჩინება 15 დეკემბრის შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „ .. .. ..’’ გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას 2006 წლის 15 დეკემბრის სასამართლოს სხდომის დღის შესახებ არ ჩაბარებია სასამართლო უწყება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “ .. .. ..” და მის წარმომადგენელს დ. ა-ს საქმეში მითითებული მისამართებზე (ს.ფ36, 48) გაეგზავნათ სასამართლო უწყებები (ს.ფ.72). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70_ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი უწყება მხარისათვის და წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,, .. .. ..” წარმომადგენელ დ. ა-ს ჩაბარდა უწყება კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობი იყო შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ’’ .. .. ..” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.