¹ბს-1056-901-კ-04 12 იანვარი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: დღგ-ს ჩათვლა.
აღწერილობითი ნაწილი:
21.03.03წ. შპს «შ-მა» მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქ. ხაშურის ზონალური საგადასახადო ინპექციის მიმართ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ დღგ-ის თანხის ჩათვლის აღდგენა და დარიცხული საურავის გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 06.07.01წ. და 03.08.01წ. ი/მ «ზ. ჯ-გან» შპს «შ-მა” ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა 32000 ლარსა და 40600 ლარს მასალები (ხე-ტყე), საიდანაც დღგ-ს თანხამ6 400 ლარი და 8120 ლარი შეადგინა. 03.08.01წ. და 23.08.01წ შპს «დ-გან» ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა 26500 ლარისა და 25000 ლარის ღირებულებისმასალები, დღგ-ს თანხამ შესაბამისად: 5 300 ლარი და 5100 ლარი შეადგინა. 19.11.01წ. შპს «შ-მა” ი/მ «ხ. დ-სგან» ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა 26800 ლარის ღირებულების მასალები (ხე-ტყე), საიდანაც 5360 ლარი იყო მის მიერ გადახდილი დღგ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს «შ-მა» ანგარიშ-ფაქტურები დეკლარაციასთან ერთად წარადგინა საგადასახადო ორგანოში. ამდენად, მან ვალდებულება შეასრულა. მოპასუხემ მას უკანონოდ გაუუქმა მასალების შეძენისას გადახდილი დღგ-ს ჩათვლები და 16700 ლარის ოდენობით საურავი დაარიცხა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 16.07.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ი/მ «ზ. ჯ-ა», შპს «დ-ი» და ი/მ «ხ. დ-ე» ჩაებნენ.
საქმის განხილვის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 01.09.03წ. ¹1-1/5752 წერილით დადგენილი იქნა, რომ სერია აა-03 ¹062000 (დღგ-ს თანხით 6.400 ლარი) სერია აა-03 ¹066807 (დღგ-ს თანხით 8120 ლარი), სერიააა-99 370449 (დღგ-ს თანხით 5360 ლარი) საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურების მე-4 პირები საგადასახადო დეპარტამენტში დაბეგვრაზე კონტროლის განხორციელების მიზნით წარდგენილი იყო, რის გამოც შპს «შ-ის” 6400, 8120 და 5300 ლარის დღგ-ს ჩათვლები აღდგენას დაექვემდებარა. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ შპს «დ-თვის” სერიააა 02 ¹055389 და აა 02 ¹055388 ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გადახდილი დღგ-ს თანხის ჩათვლის აღდგენა და დარიცხული საურავის გაუქმება მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 16.09.03წ. გადაწყვეტილებით შპს «შ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 18.03.06წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექცია ჩაება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.07.04წ. გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 16.09.03წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს «შ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო პალატამ შპს «შ-თვის” სერია აა 02 ¹055389 და აა 02 ¹055388 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზედღგ-ს ჩათვლების გაუქმება კანონიერად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს «შ-ის” მიერ დღგ-ს თანხის გადახდის მითითებით ანგარიშ-ფაქტურების მესამე პირის საგადასახადო ორგანოში წარდგენა დღგ-ს ჩათვლის მისაღებად საკმარისი არ იყო. პალატამ აღნიშნა, რომ დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვიდრე შპს «დ-ი” ბიუჯეტის წინაშე არსებულ საგადასახადო ვალდებულებას არ შეასრულებდა, საგადასახადო ორგანოებს მოსარჩელის მიმართ დღგ-ს ჩათვლის ვალდებულება არ წარმოეშობოდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «შ-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 1.1 და 28.1 მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას კანონით დადგენილი გადასახადის გადახდა წარმოადგენს. საგადასახადო კოდექსის 29.25 მუხლის თანახმად, არაპიდაპირი გადასახადის გადამხდელია პროდუქციის მიმწოდებელი. კასატორი თვლის, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მესამე პირის წარდგენისთანავე საგადასახადო ორგანო ვალდებულია მყიდველსგადახდილი დღგ-ს თანხა ჩაუთვალოს. კასატორი აღნიშნავს, რომ გამყიდველის მიერ დღგ-ს ბიუჯეტში გადაუხდელობის გამო მყიდველისათვის ჩათვლის მიღების უფლების ჩამორთმევას საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული ნორმის მიზანს ბიუჯეტში შეტანისას დღგ-ს ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა წარმოადგენს და იგი ვრცელდება იმ გადამხდელების მიმართ,რომლებიც ვალდებულნი არიან შეიტანონ ბიუჯეტში დღგ-ი და არა იმ პირებზე, რომელთაც არ აკისრიათ დღს-ს ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კასატორი აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 121.1 მუხლის თანახმად, გადამხდელის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება ფინანსური სანქციები, როდესაც საგადასახადო კოდექსის მე-3 კარის რომელიმე მოთხოვნაA შეუსრულებელია. კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს «შ-ს” საგადასახადო კოდექსის მე-3 კარით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ დაურღვევია, რის გამოც მისთვის დარიცხული საურავი უაკანონოა და უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაგაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «შ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს «შ-მა” 03.08.01წ. და 23.08.01წ. შპს «დ-სგან» ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა 26500 ლარისა და 25000 ლარის ღირებულების მასალები. დღგ-ს თანხამ შესაბამისად: 5300 ლარი და 5100 ლარი შეადგინა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომშპს «დ-ს” სერია აა-02 ¹055389 და აა 02 ¹055388 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია და მათ საფუძველზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ უწარმოებია. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას დაექემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დღგ-ის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შემდეგ მიეცემა მყიდველს ჩათვლის მოთხოვნის უფლება. განსახილველ შემთხვევაში შპს «შ-ის” მიერ შპს «დ-სთან” წარმოებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა არ ასახულა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც დღგ-ს ჩათვლის გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებას კასატორის მოსაზრებას იმისთაობაზე, რომ მყიდველის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშ-ფაქტურის მესამე პირის წარდგენა დღგ-ს ჩათვლის მიღების ძირითად პირობას წარმოადგენს. საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელიც აწარმოებს დასაბეგრ ოპერაციას, ანგარიშ-ფაქტურას გამოწერს ოთხ ეგზემპლარად. პირველი და მესამე პირები წარედგინება მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე პირები რჩება გამყიდველს. ამასთან, ანგარიშ-ფაქტურის მეოთხე პირს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად, ხოლო მესამე პირს მყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოს თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ჩათვლის მისაღებად. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა დაექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო ორგანოში წარდგენა წარმოადგენს დღგ-ს თანხის ჩათვლის მხოლოდ ფორმალურ საფუძველს. ჩათვლის მიღების უმთავრეს პირობას გამყიდველის მიერ დღგ-ს თანხის ბიუჯეტში გადახდა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მითითებული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობა დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.03.05წ. გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, არაპირდაპირი გადასახადის გადახდილად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა, კანონმდებელმა დამატებით აღნიშნა, რომ «დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა”. დღგ-ს ჩათვლა წარმოადგენს შესაბამისი პირის უფლებას, გარკვეული პირობების დადგომის შემდეგ, მიიღოს სახელმწიფოს მხრიდან, მის მიერ გაწეული საფასურის შედეგად დღგ-ით, როგორც გადასახადით გათვალისწინებული თანხის გადახდილად აღიარება. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. მიმწოდებლის მიერ არ შესრულდება მის მიმართ დადგენილი ვალდებულება და არ განხორციელდება დღგ-ს თანხის ბიუჯეტში შეტანა, შესაბამისად ვერ განხორციელდება ე.წ. მიმღების უფლება _ ჩაითვალოს დღგ-ის თანხა გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს «შ-ს” სერია აა-02 ¹055389 და აა 02 ¹055388 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადახდილი დღგ-ს ჩათვლები კანონიერად გაუუქმდა.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება საურავების დარიცხვის თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება შპს «შ-თვის” საურავების დაკისრების ფაქტი, შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატას არ უმსჯელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას მხარის იმ ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც არ ასახულა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისიგაუქმების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ემუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.შპს «შ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოსადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.07.04წ. გადაწყვეტილება;
3. შპს «შ-ს” სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 416 ლარის გადახდა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.