Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-537-770-08 21 ივლისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ.ლ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ზ.ლ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20..წ. 30 იანვარს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ.ლ-იამ მოპასუხე ზ.ლ-იას მიმართ. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა სამტრედიაში, რუსთაველის ქ. ¹..-ში მდებარე ¹24 ბინაში წილობრივი მონაწილეობის გათვალისწინებით ზ. ლ-სათვის ბინის საბაზრო ღირებულების ანაზღაურებაზე და აღნიშნულთან მიმართებაში ითხოვა მოპასუხის მიერ ხელშეშლის აღკვეთა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე არის ნ. ლ-იას შვილი. მოსარჩელე ცხოვრობს სამტრედიაში, ...ის ქ. ¹../24-ში მდებარე სამოთახიან, იზოლირებულ ბინაში. მითითებულ ბინაში მასთან ერთად ცხოვრობს მოპასუხე ცოლ-შვილით. ბინა პრივატიზებულია ნ. ლ-იას სახელზე, საჯარო რეესტრშიც ბინის მესაკუთრედ იგია რეგისტრირებული. მოსარჩელის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება 66.5%-ით, ხოლო მოპასუხის წილი შეადგენს 33.5%-ს. ბინა მთლიანობაში შეფასებულია 18 000 ლარად და შესაბამისად, 66.5%-ის ფასი შეადგენს 12 000 ლარს, ხოლო 33.5%-ის _ 6000 ლარს.

იმის გამო, რომ ნ. ლ-ია შვილთან და რძალთან კონფლიქტურ ურთიერთობაშია, სურვილი აქვს მოახდინოს ბინის გაყიდვა, რაზეც მოპასუხე წინააღმდეგია და ხელს უშლის მის რეალიზაციაში. ბინის გაყიდვის შემთხვევაში მოსარჩელე თანახმაა გადაუხადოს მოპასუხეს შესაბამისი კომპენსაცია.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის ..2-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანხმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (ს.ფ. 1-4).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. ლ-იას წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ხელშემშლელი გარემოებების აღკვეთაში მოსარჩელე გულისხმობდა მოპასუხის დავალდებულებას, საბაზრო ფასების გათვალისწინებით მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა მისი წილის შესაბამისი თანხა, რომელიც შეადგენდა 66.5%-ს (ს.ფ. 32).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილებით ნ. ლ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით და თავად მოსარჩელის განცხადებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ლ-ია სადავო საერთო ფართიდან საკუთრების უფლებით ფლობდა 66.5%-ს, დანარჩენი 33.5%-ის მესაკუთრეს კი ზ. ლ-ია წარმოადგენდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, რაც გულისხმობს, რომ რომ არავის არა აქვს უფლება რაიმე ფორმით შეზღუდოს სხვისი საკუთრება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლოს მიერ დამტკიცებული მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, ამასთან, არ არსებობდა ზ. ლ-სათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საკანონმდებლო მექანიზმი, მის საკუთრების უფლებას იცავდა საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 34-36).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 41-50).

ქ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინებით ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს .. დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ნ. ლ-იას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 20..წ. .. მარტს, რომელიც 20..წ. .. აპრილს ჩაიბარა მისმა შვილმა ზ. ლ-იამ. სააპელაციო საჩივარი ნ. ლ-იას მიერ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 20..წ. .. მაისს, ანუ გასაჩივრების ..- დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადადარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივარზე კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 53-54).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლიდან გამომდინარე, ზოგადად დასაშვებად მიიჩნევს მხარისათვის განკუთვნილი სასამართლო უწყების მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე ჩაბარებას, მაგრამ აღნიშნულს გამორიცხავს იმ შემთხვევაში, როცა ისინი ერთმანეთთან კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებიან. ზ. ლ-ია, რომელსაც მოსარჩელის კუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა, სრულიად ბუნებრივია, რომ დაინტერესებული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. აღნიშნული გზავნილი (გახსნილ მდგომარეობაში) კერძო საჩივრის ავტორს მოპასუხემ მხოლოდ 20..წ. 21 აპრილს გადასცა. შესაბამისად, ზ. ლ-იამ იცოდა, როდის გადიოდა სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და შეგნებულად დააგვიანა კერძო საჩივრის ავტორისათვის მისი გადაცემა (ს.ფ. 57).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 37; 38). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. ლ-იასათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მისმა შვილმა ზ. ლ-იამ (ს.ფ. 40), რომელიც იმავდროულად მოცემულ საქმეზე წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.

მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვების ექვემდებარება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხემ სასამართლო გადაწყვეტილების გზავნილი 20..წ. 21 აპრილს გადასცა. მას აღნიშნულ დღეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოწურული, 20..წ. .. აპრილის ჩაბარებიდან ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა მხოლოდ 20..წ. .. აპრილს ამოეწურა, დროის ამ მონაკვეთში კერძო საჩივრის ავტორმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დასაწყისად 20..წ. 21 აპრილის მიჩნევის შემთხვევაშიც კი ნ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ..-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა 20..წ. .. აპრილს და დასრულდებოდა 20..წ. . მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი, ხოლო სააპელაციო საჩივარი ნ. ლ-იამ მხოლოდ 20..წ. .. მაისს წარადგინა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა ზემომითითებულ ორივე შემთხვევაში გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ლ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.