¹ას-547-930-06 17 აპრილი,2006 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ნ. უ-ე
NUG
მოწინააღმდეგე მხარე –ა. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 26 იანვარს, ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს, სარჩელით მიმართა ნ. უ-მ, მოპასუხედ დაასახელა ა. შ-ი და მოითხოვა მატერიალური ზიანის 2150 ლარისა და მორალური ზიანის 1000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
ჩოხატაურის რაინული სასამართლოს 2006 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.
დაუსწრებელი გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. უ-მ საჩივარი შეიტანა ჩოხატაურის რაონულ სასამართლოში. ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-მ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მიერ, 2006 14 აპრილის განჩინების ასლი ნ. უ-ს ჩააბარდა 2006 წლის 14 აპრილს, ხოლო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილია ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში 2006 წლის 5 მაისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. უ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 14 აპრილის განჩინება ჩაბარდა იმავე დღეს ხოლო სააპელაციო საჩივარი ქუთაისის ფოსტის მეშვეობით ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა ვადის ამოწურვამდე 28 აპრილამდე. მისი განცხადებით მას გაშვებული არ აქვს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, ვინაიდან საპროცესო კოდექსის თანახმად გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს მის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების დღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. დასაბუთებული განჩინების ასლი ნ. უ-ს ჩაბარდა 2006 წლის 14 აპრილს (ს.ფ.17.ტ.2) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინებით ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში 2006 წლის 5 მაისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Dშეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებად ითვლება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარება. დადგენილია, რომ დასაბუთებული განჩინების ასლი ნ. უ-ს ჩაბარდა 2006 წლის 14 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 14 დღიანი ვადის დარღვევით, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი ქუთაისის ფოსტის მეშვეობით გააგზავნა ჩოხატაურის სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.