Facebook Twitter

ას-549-890-07 10 სექტემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. წ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “.. ..” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ .. ..” სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. წ-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “.. ..ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. წ-ს შპს “.. ..ს” სასარგებლოდ დაეკისრა 6084,10 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “.. ..ს” წარმომადგენელ ა. ლ-ის შუამდგომლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერდა საქმის წარმოება, ამავე კოდექსის 281-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებული ვადით, ანუ სასამართლოს მიერ მისაღები განაჩენის (განჩინების) დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. წ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. წ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით ი. წ-ს კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 5 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, ი. წ-ს სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 18 აგვისტოს, აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ი. წ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. წ-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება