ას-555-864-09 31 ივლისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ას-555-864-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს “.. ..” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება.
საკასაციო პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ას-555-864-09 განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში არასწორად არის მითითებული საქმის ნომერი, კერძოდ, მითითებულია ას-115-393-08, რაც არასწორია. აღნიშნულის გამო სასამართლომ თავისი ინიციატივით განიხილა აღნიშნული უსწორობის გასწორობის საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ას-555-864-09 განჩინების შესავალ ნაწილში ნომერი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: ას-555-864-09.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 414-416-ე, 420-ე მუხლებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის ¹ას-555-864-09 განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და ნაცვალდ “ას-115-393-08” მიეთითოს “ას-555-864-09”.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.