Facebook Twitter

ას-565-874-09 27 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. კ-ოვას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებაზე, საქმეზე, სს “პროკრედიტ ბანკის” სარჩელის გამო ზ. კ-ოვას მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით ზ. კ-ოვას განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

მოცემული განჩინება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის ¹1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მეშვეობით გადაეცა კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2009 წლის 22 ივნისს (ს.ფ. 154); ზ. კ-ოვას განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 7 ივლისს (ს.ფ.156).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. კ-ოვამ ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსება – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. კ-ოვას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.