Facebook Twitter

ას-572-913-07 24 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ქ-ა-ც-ა

დავის საგანი _ საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადება და ბინიდან გამოსახლების შეჩერება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით ბ. ქ-ს წარმომადგენელ მ. მ-ის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე – ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹41/33-ში სადავო საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადების შესახებ და აღნიშნული ბინიდან ბ. ქ-ასა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შეჩერების თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ბ. ქ-ს წარმომადგენელმა მ. მ-მ. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას შეტანილი აქვს სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹41/33-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფისა და ჩაწერის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჩივრის ავტორმა მოითხოვა საცხოვრებელი ბინაზე ყადაღის დადება და გამოსახლების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ვ. ც-ა სადავო საცხოვრებელი ბინის გასხვისებას აპირებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ქ-ს წარმომადგენელ მ. მ-ის საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება; ბ. ქ-ს წარმომადგენლის - მ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაედო ყადაღა ქ. ზუგდიდში, ... ქ.¹41/33-ში მდებარე ვ. ც-ს სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას; ბ. ქ-ასა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შეჩერების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი (კერძო საჩივარი) შეიტანა ბ. ქ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გამოსახლების შეჩერების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ბ. ქ-ს საჩივარს, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ქ-ს წარმომადგენლის მ. მ-ის საჩივარი; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განჩინება; ბ. ქ-ს წარმომადგენლის მ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაედო ყადაღა ქ. ზუგდიდში, ... ქ.¹41/33-ში მდებარე ვ. ც-ს სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას; ბ. ქ-სა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შეჩერების თაობაზე - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ქ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გამოსახლების შეჩერების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. აღნიშნული განჩინების გასაჩივრება კი დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ას კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ქ-ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.