საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№410აპ-17 ქ. თბილისი
ლ–ე ვ., 410აპ-17 22 დეკემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის – ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განაჩენით დ. დ–ე, – დაბადებული 19.. წლის .. ივლისს, ნასამართლობის არმქონე; ვ. ლ–ე, – დაბადებული 19.. წლის .. სექტემბერს, ნასამართლობის არმქონე, და ჯ. ლ–ე, – დაბადებული 19.. წლის .. ივლისს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 3000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი – ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრათ ჯარიმა – თითოეულს 3000 ლარი.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. დ–მ, ვ. ლ–მ და ჯ. ლ–მ ჩაიდინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, ასევე – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ქონებრივი უფლების მიღება და სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
· მითითებული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლის გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარული დაცვის ზონად და ა.შ., ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზონებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
· ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზონის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი.
· საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე .......ის სიგრძე ... კილომეტრია, ხოლო მდინარე .......ის – .. კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისათვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს – 50 მეტრს.
· 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „......-ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ......ს რეგიონში, კერძოდ: მდინარეების – .....სა და ....ის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
· ხ....ის რ–ის სოფელ მ......ში მცხოვრებ დ. დ–ის ბებიას – ე. დ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი ... კვ/მ მიწის ნაკვეთი. დ. დ....მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და თანხის დაუფლების მიზნით, ე. დ–ის რწმუნებულების გამოყენებით, განიზრახა, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ – მდინარე ....ის კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „......-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
· ამ მიზნით დ. დ–მ დახმარებისათვის მიმართა შპს „...–ს“ ა. ხ. ლ–ს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა მდინარე ......ის კალაპოტში არსებული .... კვ/მ ფართი, რაზეც ხ. ლ. დასთანხმდა და 20.. წლის ... დეკემბერს დ. დ–ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
· გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად დ. დ–მ მიმართა .........ის რ...ის სოფელ .....ის რწმუნებულ ჯ. ლ–ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის ბებიის – ე. დ–ის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება, რაზეც ჯ. ლ. დასთანხმდა და 20.. წლის .. დეკემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ე. დ–ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული .... კვ/მ ფართის არსებობის შესახებ.
· 20.. წლის .. დეკემბერს დ. დ–მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს .....ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე რ. ზ–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად 20.. წლის .. დეკემბერს ე. დ–ის სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ......ის კალაპოტში, კერძოდ – მდინარე ....ის რიყეზე არსებული ... კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით ..... ამ გზით დ. დ–მ, ე. დ–ის მეშვეობით, თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „......“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „.......-ის“ კუთვნილ 81880 ლარს. ამ ქმედებით დალი დიდმანიძემ სახელმწიფოსა და შპს „......-ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
· 2014 წლის 3 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული ..... კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
· მითითებული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლის გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარული დაცვის ზონად და ა.შ., ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზონებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
· ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზონის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი.
· საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ....ის სიგრძე ... კილომეტრია, ხოლო მდინარე .....ის – .. კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისათვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს – 50 მეტრს.
· 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „.....-ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ......ს რეგიონში, კერძოდ: მდინარეების – ........სა და .......ის ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
........ის რაიონის სოფელ .......ში მცხოვრებ ვ. ლ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი ..... კვ/მ მიწის ნაკვეთი. ვ. ლ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ – მდინარე .......ის კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „.......-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
· ამ მიზნით ვ. ლ–მ დახმარებისათვის მიმართა შპს „....“ ამზომველ ხ. ლ–ს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა მდინარე ......ის კალაპოტში არსებული ..... კვ/მ და ... კვ/მ ფართები, რაზეც ხ. ლ. დასთანხმდა და .... წლის .. ოქტომბერს ვ. ლ–ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართების დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მიუთითა.
· გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად ვ. ლ–მ მიმართა .......ის რ...ის სოფელ .....ის რწმუნებულ ჯ. ლ–ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის დადასტურება, რაზეც ჯ. ლ. დასთანხმდა და .. წლის .. ოქტომბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა ვ. ლ–ის პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული ..... კვ/მ და ... კვ/მ ფართების არსებობის შესახებ.
· 2012 წლის 22 ოქტომბერს ვ. ლ–მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...... სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე რ. ზ–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად 20.. წლის .. ოქტომბერს ვ. ლ–სა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ..... კალაპოტში, კერძოდ – ნაწილობრი მდინარეში და ნაწილობრივ მდინარე ......ის რიყეზე არსებული ..... კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით ....... და მდინარის რიყეზე არსებული ..... კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით ....... ამ გზით ვ. ლ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართებზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „..........“ და მითითებული ფართების ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „........-ის“ კუთვნილ, ჯამში ...... ლარს. ამ ქმედებით ვ. ლ–მ სახელმწიფოსა და შპს „......-ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
· 20.. წლის . აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული .... კვ.მ და ... კვ/მ ფართების რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს წლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები; მე-6 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
· მითითებული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლის გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარული დაცვის ზონად და ა.შ., ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას.
· „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზონებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
· ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად; მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზონის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის – 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის – 50 მეტრი.
· საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მდინარე ..... სიგრძე ... კილომეტრია, ხოლო მდინარე ...... –... კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისათვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს – 50 მეტრს.
· 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „....-ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ..... რეგიონში, კერძოდ: მდინარეების – ....სა და ..... ხეობებში ახორციელებს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ხსენებული მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს.
· ......ის რ...ის სოფელ ...... მცხოვრებ ჯ. ლ–ს საარქივო მონაცემებით ამავე სოფელში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი .... კვ/მ მიწის ნაკვეთი. ჯ. ლ–მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ – მდინარე .... კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება, აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „.....“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას.
· ამ მიზნით ჯ. ლ–მ დახმარებისათვის მიმართა შპს „.....“ დირექტორ მ. თ–ს და სთხოვა, მის სახელზე აეზომა მდინარე .....ის კალაპოტში არსებული .... კვ/მ ფართი, რაზეც მ. თ. დასთანხმდა და 2013 წლის 28 იანვარს ჯ. ლ–ის სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც აღნიშნული ფართის დანიშნულებად მდინარის კალაპოტის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა.
· 2013 წლის 31 იანვარს ჯ. ლ–მ მის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ.....ის სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის უფროსის – დ. გ–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად 20.. წლის . თებერვალს ჯ. ლ–ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა რეალურად მდინარე ......ის კალაპოტში, კერძოდ – ნაწილობრივ მდინარე .....ში და ნაწილობრივ მდინარის რიყეზე არსებული .... კვ/მ ფართი, საკადასტრო კოდით ....... აღნიშნული შემდგომ ტექნიკური ხარვეზის სახით გამოსწორდა კვლავ დ. გ....ის მიერ და საბოლოოდ ჯ. ლ–ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე დარეგისტრირდა ..... კვ/მ ფართი. ამ გზით ჯ. ლ–მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შემდეგაც შეცდომაში შეიყვანა შპს „.......“ და მითითებული ფართის ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „........ის“ კუთვნილ ...... ლარს. ამ ქმედებით ჯ. ლ–მ სახელმწიფოსა და შპს „.....ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
· 2014 წლის 3 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული, ზემოაღნიშნული ..... კვ/მ ფართის რეგისტრაცია და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. დ–ის, ვ. ლ–ისა და ჯ. ლ–ის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ ხ. ლ–ს, დ. გ–ს, ჯ. ლ–სა და რ. ზ–ს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის სანქციის ფარგლებში უფრო მძიმე სასჯელები აქვთ შეფარდებული, ვიდრე დანაშაულის მთავარ ამსრულებლებს – დ. დ–ს, ვ. ლ–სა და ჯ. ლ–ს, მათ მიმართ შერაცხული მძიმე კატეგორიის დანაშაულის სანქციის ფარგლებში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
7. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს – დ. დ–ს, ჯ. ლ–სა და ვ. ლ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე