Facebook Twitter

ას-608-834-08 15 სექტემბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს “თ-ი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. წ-ური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 26 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. წ-ურმა მოპასუხე სს “თ-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდის დაკისრება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 30 იანვარს სს “თ-ის” წარმომადგენლებმა შეადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც ო. წ-ურს დააკისრეს 800 ლარის გადახდა. არც შემოწმებამდე და არც შემოწმების შემდეგ მოპასუხის წარმომადგენლებს მოსარჩელისათვის არ მიუმართავთ. აქტი შედგენილ იქნა ვ. წ-ურის დაუსწრებლად. იმ დროისათვის ეზოში იმყოფებოდნენ მეზობლები, რომლებმაც ვერ გაარკვიეს რას აკეთებდნენ სს “თ-ის” თანამშრომლები მრიცხველთან. მეზობლებისათვის მათ არაფერი უკითხავთ. აღნიშნულ მომენტში მოსარჩელე სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ელექტროენერგია გამორთული იყო. მრიცხველთან მას დახვდა წერილი, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მიმართა სს “თ-ს”. მოპასუხე დაწესებულებაში აუხსნეს, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის დატაცებას. განცხადებაზე, რომელიც მოსარჩელემ სს “თ-ში” დატოვა, დღემდე პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ უფლება ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი მის დაუსწრებლად გაეფორმებინათ, აღნიშნული შემთხვევა აქტის კანონდარღვევით შედგენაზე მიუთითებდა. ამგვარი სახით შემოწმების განხორციელებას კი მოსარჩელე მისი ღირსების შელახვად მიიჩნევდა (ს.ფ. 2-3).

საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის სხდომაზე მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის გამოც სასამართლომ დასახელებულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა (ს.ფ. 58-65).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ო. წ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს “თ-ის” 2007 წლის 30 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი შედგენილი იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 სექტემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის დარღვევით. სს “თ-ის” თანამშრომლებს მოცემულ შემთხვევაში მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ. შემოწმების დროს მათ შეეძლოთ მოსარჩელის მეზობლების მეშვეობით, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ, დამრღვევი აბონენტის ვინაობა გაერკვიათ და დარღვევის აღმოჩენისთანავე აბონენტი დაესწროთ. მოპასუხის წარმომადგენლები თავად მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელის მისამართზე იმ დროს ქსელი მოუწესრიგებელი იყო და ადვილად შეიძლებოდა ელექტროენერგიის დატაცება. მოქმედი წესის თანახმად, სს “თ-ის” თანამშრომლის მიერ ხდება ადგილზე აქტის გაფორმება, მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შემოწმება დილის საათებში განხორციელდა, ხოლო აქტი დღის მეორე ნახევარში შედგა.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები სადავო აქტის კანონდარღვევით შედგენაზე მიუთითებდა, რაც თავის მხრივ ამ აქტის ბათილად ცნობას განაპირობებდა (ს.ფ. 77-82).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაუკმაყოფილებლობა.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სადავო აქტი კანონშეუსაბამოდ მხოლოდ იმის გამო მიიჩნია, რომ იგი შედგენილ იქნა არა უშუალოდ დარღვევის აღმოჩენისთანავე, არამედ მოგვიანებით, დამრღვევი აბონენტის ვინაობის დადგენის შემდეგ. ამასთან, აღნიშნული აქტის შედგენას თავად აბონენტი არ ესწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში არსებითი იყო ო. წ-ურის მიერ ელექტროენერგიის რეალურად დატაცების ფაქტის გამორკვევა, რაც საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლით უნდა განხორციელებულიყო. ასეთს საქალაქო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

მართალია, სადავო აქტის საფუძველზე აბონენტს 873.3 ლარი დაერიცხა, მაგრამ აპელანტის აზრით, ამავე საქმეში არსებული აღიარებითი სარჩელის მიხედვით, ო. წ-ურს უფლება მიენიჭა აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მომავალში თავისი იურიდიული ინტერესის შესაბამისი სარჩელი აღეძრა, რომლის ღირებულება შესაძლებელია 1000 ლარზე მეტი ყოფილიყო (ს.ფ. 88-98).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეეხებოდა სს “თ-ის” 2007 წლის 30 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹138764 აქტის ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზე აბონენტ ო. წ-ურს დაერიცხა 734.69 ლარის გადახდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჯარიმის სახით გადაიხადა 800 ლარი.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან მიმართებაში, რამდენადაც სს “თ-ის” 2007 წლის 30 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელს პრეიუდიციული ძალა ექნებოდა კონკრეტულად ამ აქტით დარიცხულ _ 734.69 ლართან დაკავშირებით აღძრულ სავარაუდო სარჩელზე, შესაბამისად, სარჩელის ღირებულება 1000 ლარზე მეტი ვერ იქნებოდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დისპოზიციით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, კერძოდ, სადავო შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები (ს.ფ. 111-113).

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს “თ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, შემდეგი მოტივებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, რის გამოც იგი აღიარებით სარჩელს წარმოადგენდა. კანონის ზემოაღნიშნული ნორმა დავის საგნის ზღვრულ ოდენობას ადგენს ქონებრივ-სამართლებრივ დავაში, აღიარებითი სარჩელი კი ასეთ დავათა კატეგორიას არ განეკუთვნება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, არამართებულია (ს.ფ. 122-123).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “თ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა სს “თ-ის” მიერ აბონენტ ო. წ-ურის მიმართ შედგენილი 2007 წლის 30 იანვრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა. საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ-მა”. დასახელებული აქტით აბონენტისათვის დარიცხული თანხის ოდენობა 1000 ლარს არ აღემატება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ო. წ-ურის სარჩელის აღიარებითი ხასიათის გამო, სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებას დავის საგნის ღირებულების გაუთვალისწინებლად უნდა დაქვემდებარებოდა. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული მითითება ვერ შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსს, რომელიც დავის საგნის ღირებულების განსაზღვრას ნებისმიერი ქონებრივ-სამართლებრივი დავის არსებობისას ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ ო. წ-ურის სარჩელი აღძრულია ქონებრივ-სამართლებრივი დავის სადავო აქტის საფუძველზე მოსარჩელისათვის დარიცხული თანხის ოდენობა 1000 ლარს არ აღემატება.

კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მითითება ვერ შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსს, რომელიც დავის საგნის ღირებულების განსაზღვრას ნებისმიერი ქონებრივ-სამართლებრივი დავის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს.

რამდენადაც არსებითია ქონებრივ-სამართლებრივი დავის არსებობა. სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის ქონებრივი ხასიასააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი სარჩელი, როგორც აღიარებითი სარჩელივერ ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დადგენილია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითება ვერ შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შინაარსს, რომელიც იმპერატიული ნორმაა და მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.