ას-628-961-07 4 ოქტომბერი 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: როზა ნადირიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. კ-ს წარმომადგენელ მ. თ-ს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ს წარმომადგენელ მ. თ-ს ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრისა და ამავე კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება ნ. კ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 24 სექტემბერს (ს.ფ.193). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2007 წლის პირველი ოქტომბერი, ხოლო მან ხარვეზი გამოსაწორა 2007 წლის 2 ოქტომბერს, ე.ი. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან კერძოO საჩივრის ავტორის მიერ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივარი და ამავე კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი, მითითებული მუხლების თანახმად, ნ. კ-ს წარმომადგენელ მ. თ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილით, 63-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-ს წარმომადგენელ მ. თ-ს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.