Facebook Twitter

ას-642-949-09 27 ივლისი, 2009წ.

. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით ჯ. ა-ის, ა. ა-ისა და ატ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

დასახელებულ განჩინებაში საქმის ნომრად მითითებულია: ¹ას-642-948-09, ნაცვლად საქმის ნომრისა: ¹ას-642-949-09. გარდა ამისა, განჩინებაში რიგ შემთხვევებში ნაცვლად კერძო საჩივრის ავტორისა: “ას. ა-ა”, მითითებულია: “ატ. ა-ი”.

ზემოაღნიშნული გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობებს. პირველ შემთხვევაში უსწორობა განპირობებულია საქმეზე სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის კანცელარიის მიერ თავდაპირველად მითითებული ნომრის უსწორობით, ხოლო მეორე შემთხვევაში უსწორობა გამოწვეულია მექანიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება დაბეჭდილია კომპიუტერის მეშვეობით, რა დროსაც არასწორად მიეთითა ატ. ა-ზე, ნაცვლად ას. ა-სი.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ზემომითითებული უსწორობები სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა: ¹ას-642-948-09 საქმის ნომრის ნაცვლად მიეთითოს ¹ას-642-949-09. იმავდროულად ამავე განჩინებაში ატ. ა-ის ნაცვლად უნდა მიეთითოს ას. ა-ზე.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებაში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ნაცვლად საქმის ნომრისა _ ¹ას-642-948-09, საქმის ნომრად მიეთითოს _ ¹ას-642-949-09; ამავე განჩინებაში ატ. ა-ის ნაცვლად მიეთითოს ას. ა-ა.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.