¹ას-644-1021-06 1 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ნ-ე, ა. ნ-ე და მ. მ-ი
წარმომადგენელი _ ზ. ი-ი
დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ნ-მ, ა. ნ-მ და მ. მ-მა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა _ აწგარდაცვლილი ნ. ა-ს, ა. ფ-ა ა-ს, პ. ფ-ა კ-ს, ე. კ-ს, ა. ა-ს, ა. ა-ს, ტ. ა-ს, ი. ა-სა და მ. ა-ს კანონიერ მემკვიდრეებად ცნობა. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ისინი სამოქალქო კოდექსის 1336-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პირების კანონიერ მემკვიდრეებს.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ს განცხადება დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი და განმცხადებლები ნ. შ-ს ასული ნ-ე, მცხოვრები ქ.თბილისში, ... ჩიხი ¹3-ში, ცნობილ იქნა ა. ზ-ს ასული ფ-ა-ა-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში, ა. ა-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3, შემდგომში ემიგრირებული საფრანგეთში, ა. ნ-ის ასული ა-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში, ტ. ნ-ის ასული ა-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში, შემდგომში ემიგრირებული საფრანგეთში, მ. (მ.) ა.ს ასული ა-ს მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში შემდგომში ემიგრირებული საფრაგეთში, ი. ა-ს ასული ა-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში შემდგომში ემიგრირებული საფრანგეთში, პ. ზ-ს ასული ფ-ა-კ-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში და ე. ე-ს ასული კ-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში, მემკვიდრედ; ა. შ-ს ძე ნ-ე, მცხოვრები საფრანგეთში, ქ.პარიზში, ... ქ. 29-ში, ცნობილი იქნა ა. ზ-ს ასული ფ-ა-ა-ს, მცხოვრები ქ.თბილისში, ყოფილი ... ჩიხი ¹3-ში, ა. ნ-ის ა-ს, ა. ნ-ის ასული ა-ს, ტ. ნ-ის ასული ა-ს, მ. (მ.) ა-ს ასული ა-ს, ი. ა-ს ასული ა-ს, პ. (პ.) ზ-ს ასული ფ-ა-კ-ს და ე. ე-ს ასული კ-ს მემკვიდრედ; მ. ს-ის ასული მ-ი, მცხოვრები საფრანგეთში, ქ.პარიზი, ... ქ. ¹17-ში, ცნობილ იქნა ა. ზ-ს ასული ფ-ა-ა-ს, ა. ნ-ის ძე ა-ს, ანა ნ-ის ასული ა-ს, ტ. ნ-ის ასული ა-ს, მ. (მ.) ა-ს ასული ა-ს, ი. ა-ს ასული ა-ს, პ. (პ.) ზ-ს ასული ფ-ა-კ-ს და ე. ე-ს ასული კ-ს მემკვიდრედ.
ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ს წარმომადგენელმა ზ. ი-მა 2005 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ს წარმომადგენელი ზ. ი-ს განცხადებები ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის ¹2/1882 სამოქალაქო საქმეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ნ-ის წარმომადგენელმა ზ. ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინებით ნ. და ა. ნ-ების და მ. მ-ს წარმომადგენლის ზ. ი-ს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ს წარმომადგენელმა ზ. ი-მა 2006 წლის 12 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ. ნ-ის წარმომადგენელი ზ. ი-ს განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, აგრეთვე განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის, თუ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს ყველა სხვა განჩინება, რომელთა მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა, არ შეიძლება იყოს საქმის წარმოების განახლების მიზნით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების ობიექტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, რითაც კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი, ე.ი. მიღებული განჩინება ეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის გადაწყვეტას და არა საქმის წარმოების დამთავრების თაობაზე არსებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ასეთი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ. ნ-მ, ა. ნ-მ და მ. მ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სადავო განჩინების გასაჩივრების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. მათ მიუთითეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ზ” ქვეპუნქტებზე. კერძო საჩივრის ავტორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტეს, რომ 2006 წლის 20 მარტის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო საქმის წარმოება დამთავრდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის განჩინება აღარ საჩივრდება. ამ განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული 2005 წლის 27 სექტემბრის კერძო საჩივარი, რამაც გამოიწვია მოცემულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა. ისინი თვლიან, რომ მხარეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, რითაც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ მისი მარწმუნებლები მ. მ-ი და ა. ნ-ე განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და არასწორად დადგინდა, რომ მათი მხრდან არ ყოფილა შევსებული ხარვეზი. ის გარემოება, რომ ნ. ნ-ე ინვალიდია და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან აღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსთვის, იგი 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარს განუხილველად აღარ დატოვებდა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები, რომელიც გათვალისიწნებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების მიღების თარიღად 2006 წლის 21 ივნისის ნაცვლად მიეთითა 2006 წლის 21 ივლისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. და ა. ნ-ების, მ. მ-ს განცხადების დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ნ-ის წარმომადგენლის ზ. ი-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ განცხადებით გასაჩივრებული განჩინება ეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის გადაწყვეტას და არა საქმის წარმოების დამთავრების თაობაზე არსებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას, რაც არ შეიძლება იყოს საქმის წარმოების განახლების მიზნით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების ობიექტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინადან განმცხადებელი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, რითაც კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი, ამიტომ განცხადება ასეთი განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს განეკუთვნება განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამ განჩინებებით მთავრდება საქმის წარმოება. ამრიგად, ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინებით, რომლითაც ნ. და ა. ნ-ების და მ. მ-ს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, დამთავრდა მათი კერძო საჩივრის თაობაზე სასამართლო წარმოება; კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ნ. და ა. ნ-ების და მ. მ-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
დაკმაყოფილდეს ნ. და ა. ნ-ების და მ. მ-ს კერძო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება; ნ. და ა. ნ-ების, მ. მ-ს განცხადების _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე _ დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.