ას-655-962-09 22 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “ე. ....”-ის მეურვე დ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – “ს...-....” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწიინააღმდეგოდ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ს. ....-ის“ სარჩელი სს „მ. ე-ის“ მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტლებით სს „მ. ე-ს“ შპს „ს. ....-ის“ მიმართ დაეკისრა ძირითადი თანხის 2.972.554 და საურავის 19.859 ლარის გადახდა.
2002 წლის 08 ნოემბერს, შპს „ს.-...-ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოვალის უფლებამონაცვლე პირის სახელზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, ვინაიდან მოხდა სს „მ. ე-ის“ რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა „ს. გ. ს. ე-ა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი.
2009 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ს.-....-ის“ წარმომადგენელმა ლ.ჯ-ემ, რომელმაც მიუთითა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ს. მ. ს-ს“ 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹1-3/736 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, სს „ს. გ. ს. ე-ია“ შეერწყა სხვა ენერგოკომპანიებს და მათ ბაზაზე შეიქმნა მათი სამართალმემკვიდრე კომპანია სს „ე. ....“;
განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 ოქტომბრის ¹12734/006-სს ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „ე. .....-ეს“ რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენდა სს „ს. გ. ს. ე-ის“ სამართალმემკვიდრეს;
განმცხადებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაცემას გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის სს „მ. ე-ის“ უფლებამონაცვლე პირის სს „ე. ....“-ეს საწინააღმდეგოდ ვინაიდან დადგინდა, რომ 2000 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების მოვალის სს „მ. ე-ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა სს „ქ. ქ. ე-ია“, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა სს „გ. ს. ე-ა“, რომლის უფლებამონაცვლეც იყო სს „ე. ....”, მიჩნეული უნდა ყოფილიყო, რომ სს „ე. ....-ს“ უფლებამონაცვლეობა სს „მ. ე-ის“ მიმართ ნათელი იყო და დადგინდა, შესაბამისად განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე უნდა გაცემულიყო სააღსრულებო ფურცელი ამ გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის სს „მ. ე-ის“ უფლებამონაცვლე პირის სს „ე. ....“-ეს წინააღმდეგ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა შპს “ს. .....”-ის წარმომადგენლის ლ. ჯ-ის განცხადება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “ე. ....”-ის მეურვემ დ. ბ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, 2009 წლის 16 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული განჩინება მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იგი გამოტანილი იყო ფაქტობრივი გარემოებების განხილვის გარეშე და უხეშად იყო დარღვეული საპროცესო ნორმები.
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, შპს “ს.-.....”-ის გენერალური დირექტორის-ს. ქ-ან 2009 წლის 11 ივნისს მიღებული წერილიდან ირკვევა, ლ. ჯ-ეს შპს “ს.-....”-ის გენერალური დირექტორი ს. ქ-ან არ გააჩნდა კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/595-09(სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ) გაცემული მინდობილობა და მასთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, არც კონკრეტული დავალება მიუღია რომ, ზემოაღნიშნულ საქმეზე წარმოედგინა შპს “ს.-....” სასამართლოში. ამავე წერილში აღნიშნული იყო რომ, შპს “ს.-....”-ის გერნერალური დირექტორისაგან 2008 წლის 5 ივნისს გაცემული რწმუნებულება ¹01/4 რომელიც ლ. ჯ-ის მიერ სასამართლოში იქნა წარდგენილი, მას ანიჭებდა უფლებამისილებას, მხოლოდ ქ. ქობულეთში .... ქ. ¹172 მდებარე სამრეწველო სარემონტო ლაბორატორიისა და საერთო საცხოვრებლის საზოგადოების მფლობელობაში დაბრუნების საკითხზე. 2008 წლის ივლისის ბოლოს, ლ. ჯ-ეს ადმინისტრაციის თანამშრომლების თანდასწრებით ზეპირი გაფრთხილებით ეცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ამავდროულად, 2008 წლის 15 ივლისს ყველა საქმეზე უფლებამოსილება ნოტარიალურად გაფორმებული რწმუნებულებით, მიენიჭა სხვა იურისტს. ხოლო 2009 წლის 24 აპრილს გამოიცა ბრძანება, რომლითაც შპს “ჯ.....” გენერალურ დირექტორს ლ. ჯ-ეს შეუწყდა უფლებამოსილება და ეცნობა ამის შესახებ წერილობით.
კერძო საჩივრის ავტორისდ განმარტებით ლ. ჯ-ეს არ გააჩნდა შპს “ს.-....”-ის გენერალური დირექტორისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, რათა მარწმუნებლის სახელით წარმოედგინა ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და არ იყო შპს ”ს.-...”-ის კანონიერი წეარმომადგენელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2009 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა შპს “ს. ....”-ის წარმომადგენლის ლ. ჯ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ლ. ჯ-ემ სასამართლოს წარმოუდგინა შპს “ს. ....”-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომელიც გაცემულია 2008 წლის 05 ივნისს 5 წლის ვადით. (ს.ფ. 4, ტ. 2).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
ბრძანება, რომლითაც შპს “ჯ....” გენერალურ დირექტორს ლ. ჯ-ეს შეუწყდა უფლებამოსილება გამოიცა 2009 წლის 24 აპრილს და ეცნობა ამის შესახებ წერილობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ამ ბრძანების გამოცემისა და წერილობითი სახით რწმუნებულისათვის შეტყობინების შემდეგ ითვლება წარმომადგენლობა შეწყვეტილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის მესამე წინადადების თანახმად, უფლებამოსილება შეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარუნებს მნიშვნელობას.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ჯ-ეს წამომადგენლობითი უფლებამოსილება გაუუქმდა 2009 წლის 24 აპრილს, ხოლო განჩინება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მიღებულ იქნა 2009 წლის 16 აპრილს, შესაბამისად მის მიერ შესრულებული მოქმედება კანონიერია და ინარჩუნებს მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ივლისის ბოლოს ლ. ჯ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლების თანდასწრებით გაკეთებული ზეპირი გაფრთხილება წარმომადგენლობითი უფლებამოდსილების შეწყვეტის შესახებ და 2008 წკლის 15 ივლისს ნოტარიულად გაფორმებული რწმუნებულებით ყველა საქმეზე უფლებამოსილების სხვა რწმუნებულისათვის მინიჭება წარმოადგენს ლ. ჯ-ის მინდობილობის გაუქმების საფუძველს.
პალატა ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, რომ 2008 წლის 05 ივლისს გაცემული რწმუნებულებით ლ. ჯ-ეს მიენიჭა უფლებამოსილება მხოლოდ ქ. ქობულეთში, .... ქ. ¹172 მდებარე სამრეწველო სარემონტო ლაბორატორიისა და საერთო საცხოვრებლის საზოგადოების მფლობელობაში გადაცემის საკითხზე. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებით ირკვევა, რომ ლ. ჯ-ეს მიეცა უფლებამოსილება დაეცვა შპს “ს. ....”-ის ინტერესები საქართველოს სასამართლოებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის გადასახდელად წარედგინა სააღსრულებო ფურცელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებს და ვერ ასაბუთებს მის მოთხოვნას. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ე. ....”-ის მეურვის დ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.