Facebook Twitter

ას-663-993-07 5 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ. ლ-ა და ნ. შ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..” (მოსარჩელე)

დავის საგანი _ დავალიანების გადახდევინება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს “ .. ..” გენერალური დირექტორის მოადგილე ს. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების რ. ლ-სა და ნ. შ-ს მიმართ და მოითხოვა დავალიანების გადახდევინება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე რ. ლ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22667,22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოხდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ.ზუგდიდი ... ქ. ¹ 60-ის რეალიზაცია კანონით დადგენილი წესით.

რ.ლ-მ და ნ.შ-მ საჩივარი შეიტანეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განჩინებით რ.ლ-სა და ნ.შ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

რ. ლ-მ და ნ. შ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზემოაღნიშნული განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ 7 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად; ამავე პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით რ. ლ-სა და ნ. შ-ს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს რ. ლ-მ და ნ. შ-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით რ. ლ-სა და ნ. შ-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ლ-სა და ნ. შ-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით რ. ლ-სა და ნ. შ-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 120-121). აღნიშნული განჩინებით მათ განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორებს (ს.ფ. 122), რაც ნ. შ-ს ჩაბარდა პირადად 2007 წლის 3 ოქტომბერს (ს.ფ. 123). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, რ. ლ-სა და ნ. შ-ს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ლ-სა და ნ. შ-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ლ-სა და ნ. შ-ს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.