Facebook Twitter

¹ას-666-972-09 8 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ვ-უა(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს » ჩხოროწყუს რაიონული განყოფილება (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 03 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 22 ივნისს მ. ვ-უამ სარჩელი შეიტანა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხედ დაასახელა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩხოროწყუს ფილიალი, მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ვ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ვ-უამ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით მ. ვ-უას სააპელაციო საჩივარი ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გნსჯადობით განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ვ-უამ ჩაიბარა 2009 წლის 13 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 30 მარტს ე.ი. სამი დღის დაგვიანებით, შეს.მისად გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ვ-უამ

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ფოსტით გადმოგზავნილი გადაწყვეტილება კურიერის მიერ, მ/წლის 16 მარტს, მასზე გადასაცემად ჩაბარდა ნათესავს (ბიძაშვილის შვილს) ფერიდე ხ-ავას, რომელმაც კურიერისაგან გადაწყვეტილების ხელზე მიღებისთანავე, თანდართულ მომართვაზე გააკეთა მინაწერი – „ჩაბარდა 16 მარტს“ და იგი დაადასტურა ხელმოწერებით. იმავე დღეს – 16 მარტს,– ფ.ხ-ავამ, მასზე გადასაცემად სასამართლო გადაწყვეტილება გადასცა მის სიძეს – ს. ა-იას, რაც მთლიანად დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული, ფ.ხ-ავას მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ საჩივარს თან ერთვის.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი განმარტებით გადაწყვეტილების ჩაბარების ბარათზე მისი ხელმოწერა არ არის და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ როგორც მხარეზე, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა მოხდა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა უხეში დარღვევით კანონის უხეში დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ. ვ-უამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წ. 03 ივნისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო მ. ვ-უას კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია რომ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება მ. ვ-უამ ჩაიბარა 2009 წლის 13 მარტს, (ს.ფ105). სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2008 წლის 28 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2009 წლის 30 მარტს (ს.ფ.110). სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. შეს.მისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით მ. ვ-უას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შეს.მისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება, (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შეს.მისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მ. ვ-უას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, კერძოდ სამი დღის დაგვიანებით და შეს.მისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი გზავნილი მისთვის გადასაცემად ჩაბარდა მის ნათესავს და არა პირადად მას, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ვ-უას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად ჩაბარდა 2009 წლის 13 მარტს

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ვ-უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.