Facebook Twitter

¹ას-669-1045-06 19 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ლ-ა და თ. ს-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჩ-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ჩ-ამ 2006 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების გ. ლ-ასა და თ. ს-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აღკვეთილი იქნა მოპასუხეების გ. ლ-ას და თ. ს-ას მხრიდან მოსარჩელე ი. ჩ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლა; მოსარჩელე ი. ჩ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი 606,18 კვ. მეტრი, მდებარე ქ. სენაკი, ......... ქუჩის მეორე ჩიხი კვარტალი ¹ 15, ნაკვეთი ¹......., იგივე კვარტალი ¹....... ნაკვეთი ¹....... გამოთხოვილი იქნა მოპასუხე გ. ლ-ას უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა ი. ჩ-ას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა – გ. ლ-ამ და თ. ს-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით გ. ლ-ას და თ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულებაა 400 ლარი (ს.ფ. 15).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა – გ. ლ-ამ და თ. ს-ამ, მათ მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორებმა თავიანთი კერძო საჩივარი დაასაბუთეს იმით, რომ გ. ლ-ას მიერ სადავო მიწის ნაკვეთი შესყიდულ იქნა 2500 აშშ დოლარად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის 1200 კვ. მეტრი, მასზე განლაგებული ხეხილით და საცხოვრებელი სახლით. გ. ლ-ას მიერ მოწვეულ იქნა სპეციალისტი, რომლის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 1600 ლარი. შესაბამისად დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1600 ლარს და არა 400 ლარს. კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ლ-ასა და თ. ს-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აღკვეთილი იქნა მოპასუხეების გ. ლ-ას და თ. ს-ას მხრიდან მოსარჩელე ი. ჩ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლა; მოსარჩელე ი. ჩ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი 606,18 კვ. მეტრი მდებარე ქ. სენაკი, ....... ქუჩის მეორე ჩიხი კვარტალი ¹ 15, ნაკვეთი ¹......., იგივე კვარტალი ¹...... ნაკვეთი ¹...... გამოთხოვილი იქნა მოპასუხე გ. ლ-ას უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა ი. ჩ-ას (83-87). ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გ. ლ-ამ და თ. ს-ამ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასარჩელო განცხადებით ი. ჩ-ამ მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და ხელშეშლის აღკვეთა (ს.ფ. 2-3). საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შეემოწმებინა ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას დაეყრდნო ს.ფ. 15-ზე წარმოდგენილ მოსარჩელე ი. ჩ-ას პირადი განცხადების საფუძველზე შპს «ე-ის» სენაკის ფილიალის დირექტორის და აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც გაცემული იქნა ი. ჩ-ას მიერ სარჩელის აღძვრამდე, 2005 წლის 22 დეკემბერს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ლ-ას და თ. ს-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არასწორად გამოიყენა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა და არ მოსთხოვა აპელანტებს სააპელაციო საჩივრის ღირებულების სარწმუნოდ დადასტურება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ლ-ასა და თ. ს-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ლ-ასა და თ. ს-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.