Facebook Twitter

¹ას-673-1049-06 22 იანვარი 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები _ ე. ლ-ე (მოპასუხე)

ჯ. ნ-ე (მოპასუხე)

ჯ. ც-ე (მოპასუხე)

ნ. ჭ-ე (მოპასუხე)

ი. ჟ-ია (მოპასუხე)

ს. ღ-ი (მოპასუხე)

ტ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ .. .. .. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 21 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა პედაგოგთა .. .. .. და მოითხოვა მასწავლებელთა საერთო საცხოვრებლიდან ჯ. ნ-ის, ჯ. ც-ის, ნ. ჭ-ის, ი. ჟ-ს, ს. ღ-ის, ტ. ხ-ის, ე. ლ-ის, ზ. გ-ის, ი. ზ-ის და ა. გ-ის გამოსახლება და ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის თანხების დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს დაეკისრათ სხვადასხვა ოდენობით ბინის ქირის გადახდა და დაკავებული ფართიდან გამოსახლება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ლ-მ, ს. ღ-მა და ჯ. ნ-მ, ასევე ჯ. ც-მ, ი. ჟ-მ, ნ. ჭ-მ და ტ. ხ-მა, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ და გადაწყვეტილებით დაირღვა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რადგან მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ლ-მ, ასევე ს. ღ-მა, ჯ. ნ-მ, ჯ. ც-მ, ი. ჟ-მ, ნ. ჭ-მ და ტ. ხ-მა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრების ავტორთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ სხდომის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება გარკვეულ მიზეზთა გამო, რაც სასამართლოს უნდა ჩაეთვალა საპატიოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ სხდომის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (ს.ფ. 318-344). მიუხედავად ამისა, ისინი არ გამოცხადდნენ სხდომაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის ფაქტი სააპელაციო სასამართლოს უნდა ჩაეთვალა საპატიოდ, რადგან კერძო საჩივრების ავტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.

რაც შეეხება ე. ლ-ის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობას იმის თაობაზე, რომ იგი იმყოფებოდა საავადმყოფოში სხდომის დროისათვის, საკასაციო სასამართლო არ მიჩნევს აღნიშნულ ცნობას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან სამედიცინო ცნობიდან ირკვევა, რომ ე. ლ-ე მკურნალობდა საავადმყოფოში 2006 წლის 21 ივლისიდან ამავე წლის 30 ივლისამდე, ხოლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2006 წლის 24 ივლისს. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს ჰქონდა დრო საქმის განხილვის გადადებაზე სასამართლოში განცხადების შეტანისათვის. აღნიშნულის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენდა მის მიმართ დასმული დიაგნოზი. ამასთან, ე. ლ-ს ჰყავდა წარმომადგენელი და შეეძლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის ეცნობებინა მისი მეშვეობით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ-ს, ასევე ს. ღ-ის, ჯ. ნ-ის, ჯ. ც-ის, ი. ჟ-ს, ნ. ჭ-ის და ტ. ხ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.