Facebook Twitter

ას-674-895-08 30 სექტემბერი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ღ-ურის საჩივრები თბილისის სააპელაიო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 მაისისა და 2008 წლის 30 ივნისის განჩინებებზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 21 იანვარს ვ. ღ-ურმა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – შპს „ბ-ის“ „ს-ის“, მოსამართლე რ. გ-შვილის, ზ. ჩ-ძის და ს. მ-შვილის წინააღმდეგ შპს „ბ-ის“ „ს-ის“ 2004 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ღ-ურმა

სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა ვ. ღ-ურმა და მოითხოვა სამოქალაქო საქმეზე ¹2\3188 (ა. მ-ძის სარჩელის გამო ე. პ-ავას მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე) 2005 წლის 26 აგვისტოს მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება და სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის – ა. მ-ძისათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

ამავე პალატის 2008 30 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატას 2008 წლის 30 ივნისს კვლავ მიმართა ვ. ღ-ურმა საერჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით და მოითხოვა სამოქალაქო საქმეზე ¹2\3188 (ა. მ-ძის სარჩელის გამო ე. პ-ავას მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე) 2005 წლის 26 აგვისტოს მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება და სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის – ა. მ-ძისათვის დაბრუნება.

სააპელაციო პალატის 30 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის განცხადება დარჩა განუხილველი.

2008 წლის 30 მაისის განჩინება გასაჩივრებულ იქნა ვ. ღ-ურის მიერ 2008 წლის 1 ივლისს კერძო საჩივრით (შინაარსობრივად საჩივარი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

პალატამ დადგენლად მიიჩნია, რომ 2008 წლის 30 მაისის განჩინება ვ. ღ-ურს გადაეცა 2008 წლის 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარდგენილია 2008 წლის 4 ივლისს – გასაჩივრების 5 დღიანი ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ვ. ღ-ურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატის 17 ივლისის განჩინებით ვ. ღ-ურს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ღ-ურის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით 2008 წლის 30 ივნისს წარდგენილი განცხადება იგივე შინაარსისაა, როგორიც მის მიერ 2008 წლის 21 აპრილს წარდგენილი განცხადება, რომელიც განუხილველად იქნა დატოვებული პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით. აღნიშნული გარემოება, პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლის შესაბამისად. განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს

ზემოაღნიშნული საჩივრები გადმოგზავნილი იქნა უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საჩივრების განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ღ-ურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებაზე, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საჩივარი ამავე პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. ღ-ურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებაზე, ამავე პალტის 2008 წლის 7 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას განუხილველად დატოვებს, რაც საჩივრდება საჩივრით

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ვ. ღ-ურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით ხარვეზი შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება განმცხადებელს გადაეცა 2008 წლის 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე (ს.ფ.508), ხოლო განჩინებაზე საჩივარი წარადგინა 2008 წლის 01 ივლისს _ გასაჩივრების 5 დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება საჩივრდება 5 დღის ვადაში საჩივრით და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ვ. ღ-ურის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ვ. ღ-ურმა კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საჩივარი, შესაბამისად მან დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

რაც შეეხება ვ. ღ-ურის საჩივარს სააპელაციო პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებაზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის 5 ნაწილის, თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის აღნიშნული ნორმა სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა. მართალია ვ. ღ-ურის მიერ 2008 წლის 21 აპრილს და 2008 წლის 30 ივნისს წარდგენილი განცხადებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ერთი და იგივე შინაარსისაა, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განცხადების საფუძვლიანობაზე არსებითად არ უმსჯელია, ანუ განცხადების დაუკმაყოფილებლობას, რაც გამორიცხავდა შემდგომში, სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მიმართვის შესაძლებლობას ადგილია არ ჰქონია. მითითებული განცხადების განუხილველად დატოვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად განპირობებული იყო ხარვეზის შეუვსებლობით, რაც არ ართმევდა უფლებას მხარეს კვლავ მიემართა სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლი, შესაბამისად არ არსებობდა 2008 წლის 30 ივნისის განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ 2008 წლის 30 ივნისის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, იგი უნდა გაუქმდეს და ვ. ღ-ურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილვევად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 195-ე, 197-ე, 284-ე, -ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ღ-ურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს.

ვ. ღ-ურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებაზე დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება და ვ. ღ-ურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.