Facebook Twitter

ას-685-988-09 3 აგვისტო, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა შპს “ლიკანი-95-ის” შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით “ლიკანი-95-ის” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

2009 წლის 28 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “ლიკანი-95-მა”. განმცხადებელმა განმარტა, რომ დასახელებულ განჩინებაში დაშვებულია აშკარა უსწორობა, კერძოდ, განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია 2008 წლის 10 ივლისი, ნაცვლად თარიღისა: 2009 წლის 10 ივლისი. აღნიშნული უსწორობის არსებობა კომპანიის ბუღალტერიის, საგადასახადო ანგარიშგებისა და შიდა აუდიტისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მისი შესწორების საჭიროებას განაპირობებს.

საკასაციო სასამართლო შპს “ლიკანი-95-ის” განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

დასახელებული განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია: 2008 წლის 10 ივლისი, ნაცვლად თარიღისა: 2009 წლის 10 ივლისი.

ზემოაღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია მექანიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება დაბეჭდილია კომპიუტერის მეშვეობით, რა დროსაც არასწორად მიეთითა განჩინების გამოტანის თარიღად 2008 წლის 10 ივლისი, ნაცვლად თარიღისა: 2009 წლის 10 ივლისი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების გამოტანის თარიღად ნაცვლად 2008 წლის 10 ივლისისა მიეთითოს 2009 წლის 10 ივლისი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებაში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ნაცვლად განჩინების გამოტანის თარიღისა: “2008 წლის 10 ივლისი”, მიეთითოს: “2009 წლის 10 ივლისი”.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.