Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-706-926-08 16 დეკემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ტ. ს-ელი, ლ. ს-ლია, ჯ. გ-იძე, ნ. გ-იძე, დ. ჩ-ანი, მ. ყ-შვილი, ე. ჩ-აძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი_ ნ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ც-ის გამგეობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება,

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ხ-ის, ვ.ფ-ის, დ.გ-ის, ი. ფ-ის, ნ. გ-იძის, ლ. ს-ას, ტ. ს-ელის, ალ. დ-ის, ტ.ს-ის, დ. ჩ-ანის, მ. ყ-შვილის, ჯ. გ-იძის, ე.ჩ-ის სარჩელი არ დაკმყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ნ.ხ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ის, ი.ფ-ის, ნ. გ-იძის, ლ.ს-ას, ტ. ს-ელის, ალ. დ-ის, ტ. ს-ის, დ. ჩ-ანის, მ. ყ-შვილის, ჯ. გ-იძის, ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი რამდენიმეჯერ იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში. საბოლოოდ თბილისის სააოპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკებრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აპელანტების მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ხ-ის, ვ.ფ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა იმ ნაწილში რომლითაც ,,ცეკავშირის” აპარატის მუშაკებს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს . დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტების ე. ჩ-ის, ჯ. გ-იძის, მ. ყ-შვილის, ტ.ს-ს, ნ. გ-იძის, დ. ჩ-ანის, ლ. ს-ლიას და ტ. ს-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხდებლობის გამო. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის დაუწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის, ვ. ფ-ის, დ. გ-ის, ი. ფ-ის, ალ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ჩ-ის, ნ. გ-იძის, ჯ. გ-იძის, მ. ყ-შვილის, დ. ჩ-ანის, ტ. ს-ელის წარმომადგენელმა ნ. გ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, უწყება მართალია ჩაბარდა ერთერთ აპელანტს, კერძოდ, ნ.ხ-ს, რომელსაც ყველა დანარჩენმა აპელანტმა კანონით დადგენილი წესით გაუფორმეს რწმუნებულება და იგი წარმოადგენდა ამ პირებს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, არა აქვს ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და არ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იგი ვერ ჩაითვლებოდა კასატორის მარწმუნებლების წარმომადგენლად მეორე ინსტანციის სასამართლოს დონეზე. ხოლო დანარჩენ მარწმუნებლებს უწყება არ ჩაბარებიათ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გამოუცხადებელ პირებს ჰქონდათ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რომელიც არ აცნობეს სასამართლოს, ვინაიდან არ იცოდნენ, რომ სხდომა დანიშნული იყო. თუმცა კერძო საჩივრის ავტორებს კიდევაც რომ სცოდნოდათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, ისინი ვერ შეძლებდნენ პროცესზე დასწრებას შემდეგ გარემოებათა გამო:

ე.ჩ-ემ 2008 წლის 08 ივლისს, ანუ სასამართლო სხდომის დღეს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იმყოფებოდა ¹4 პროფილაქტიკურ ცეენტრში ამბულატორულ მიღებაზე, სადაც დაუდგინეს ჰიპერტენზია II კრიზი, გ.ი.დ. (გულის იშემიური დაავადება) სტენოკარდია შეტევით, რაზეც დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. აღნიშნულის დასამტკიცებლად წარმოდგენილია ¹4პროფილაქტიკურ ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (იხ. დანართი 1).

დ. ჩ-ანი, რომელიც მუშაობს შპს „ქ-ში“, 2008 წლის 7 ივლისიდან 10 ივლისამდე იმყოფებოდ შპს ¹7 მ/პოლიკლინიკის მიერ გაცემულ სამედიცინო ფურცელზე (იხ. დანართი 4) დიაგნოზით მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელიც ხასიათდება კონტაგიოზურობის (დავადების გადადების რისკი) მაღალი ხარისხით.

ნ. გ-იძე 2008 წლის 08 ივლისს დილის 900 საათზე შევიდა ¹5 სამშობიარო სახლში დიაგნოზით დისფუნქციური სისხლდენა, სადაც ჩაუტარდა სათანადო მკურნელობა, სისხლდენა შეწყდა და იმავე დღეს საღამოს 800 საათზე გაეწერა ბინაზე. აღნიშნულის დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ ¹5 სამშობიარო სახლის მიერო 2008 წლის 09 ივლისს გაცემულ ¹35 ცნობას (იხ. დანართი 5).

მ. ყ-შვილი 2008 წლის 08 ივლისს იმყოფებოდა სამედიცინო კონცერნ „კურაციოში“, რაზეც მეტყველებს ამ სამედიცინო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 ივლისს გაცემული ცნობა და დანიშნულება (იხ. დანართი 7). ამ დღით დათარიღებული კონსულტაციის/გამოკვლევის ბარათის (იხ. დანართი 8) თანახმად, ავადმყოფს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: მეტაბოლური სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია ტრანზიტორული, ჰიპერკოაგულაცია, აუტოიმუნური თირეოიდიტი ჰიპოთირეოზის ფაზა და აბდომინალური სიმსივნე და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ მ. ყ-შვილს აღნიშნულ კლინიკაში ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა 3 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით. დაესვა საბოლოო დიაგნოზი, რაც აისახა ამონაწერში ისტორიიდან.

რაც შეეხება ჯ. გ-იძეს 2008 წლის 8 ივლისს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაადგინა გულის იშემიური დაავადება სტენოგარდია, რაც აისახა თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ ¹562 სამედიცინო ბარათში.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ტ. ს-ელს 2008 წლის 8 ივლისს ჰქონდა მეუღლის ორმოცი, რის დამადასტურებლადაც წარმოგიდგენთ გარდაცვალების და ქორწინების მოწმობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თანდართულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ ე. ჩ-ის, ნ. გ-იძის, ჯ. გ-იძის, მ. ყ-შვილის, დ. ჩ-ანის, ტ. ს-ელის წარმომადგენელის ნ. გ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შეაბამისად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომელსაც გაეგზავნათ შეტყობიება 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლები არეგულირებს მხარისათვის უწყების გაგზავნის წესებს. ხოლო მხარის კანონით დადგენილი წესით გაუფრთხილებლობა ისეთ გარემოებას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძველი გახდეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტების ე.ჩ-ის, ჯ. გ-იძის, მ. ყ-შვილის, ტ. ს-ის, ნ. გ-იძის, დ. ჩ-ანის, ლ. ს-ლიას და ტ. ს-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხდებლობის გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე. ჩ-ეს, ნ. გ-იძეს, ჯ. გ-იძეს, მ. ყ-შვილს, დ. ჩ-ანს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ეს იქნება უწყების ჩაბარების შეტყობინების ბარათი თუ მხარის ხელწერილი სხდომის დღის და დროის თაობაზე გაფრთხილების შესახებ. საქმის მასალებიდან ირკვევა მხოლოდ ის გარემოება, რომ 2008 წლის 8 ივლისს სასამართლო სხდომის თაობაზე ხელწერილით გაფრთხილებულ იქნა მხოლოდ ტ. ს-ელი. (ს.ფ. 102)

რაც შეეხება ტ. ს-ელს, მას გამოუცხადებლობის საპატიო საფუძვლად კერძო საჩივარში მითითებული აქვს მეუღლის გარდაცვალება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტურ გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ ტ. ს-ელის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ისეთი საფუძვლით, რაც სასამართლოს მიერ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ჩ-ის, ნ. გ-იძის, ჯ. გ-იძის, მ. ყ-შვილის, დ. ჩ-ანის, ტ. ს-ელის წარმომადგენელის ნ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება