¹ას-718-1091-06 12 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ძ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 27 თებერვალს ლ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ 2006 წლის 17 იანვარს მან საჯარო აუქციონზე შეიძინა ვ. ძ-ის კუთვნილი ბინა. იგი საჯარო რეესტრში აღრიცხულია როგორც ამ ქონების მესაკუთრე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვ. ძ-ე თანმხლებ პირებთან ერთად არ ათავისუფლებს ბინას.
მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მოპასუხეების გამოსახლება ბინიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვ. ძ-მ, თ. ძ-მ, ვ. ხ-მ და ლ. ნ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით ვ. ძ-ს, თ. ძ-ს, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის შეასავსებად მიეცათ 10 - დღიანი ვადა განჩინების ჩაბარების დღიდან.
აღნიშნული განჩინება ვ. ძ-ს გაეგზავნა 2006 წლის 3 ივლისს, რომელიც თ. ძ-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 94). 2007 წლის 20 ივლისს ვ. ძ-მ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ, ხარვეზის განჩინება მას არ ჩაჰბარებია და, აქედან გამომდინარე, მოითხოვა ვადის გაგრძელება.
2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად (96-99).
2006 წლის 26 ივლისს ვ. ძ-ს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს 21 ივლისის განჩინება, რითაც განუხილველად დარჩა ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. ამავე დღეს თ. ძ-ს, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ს გაეგზავნათ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინება, რითაც მათ დაევალათ ხარვეზის გამოსწორება.
ვ. ძ-მ 2006 წლის 3 ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამავე დღეს კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ძ-მ და მიუთითა, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სააპელაციო საჩივარი შეტანილია ვ. ძ-ის, თ. ძ-ის, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ის მიერ ერთობლივად. სააპელაციო სასამართლომ კი გამოყო იგი და განუხილველად დატოვა მხოლოდ მისი სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით თ. ძ-ს, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ს დაუდგინდათ ხარვეზი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ლ. ნ-ის, თ. ძ-სა და ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით ვ. ძ-ს, თ. ძ-ს, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის შესავსებად მიეცათ 10 - დღიანი ვადა განჩინების ჩაბარების დღიდან.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება ვ. ძ-ს გაეგზავნა 2006 წლის 3 ივლისს. შეტყობინებაზე მითითებულია, რომ თ. ძ-ს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 95). 2007 წლის 20 ივლისს ვ. ძ-მ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ვადის გაგრძელება, ვინაიდან ხარვეზის განჩინება მას არ ჩაჰბარებია.
2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად (96-99).
2006 წლის 26 ივლისს ვ. ძ-ს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს 21 ივლისის განჩინება, რითაც განუხილველად დარჩა ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. ამავე დღეს თ. ძ-ს, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ს გაეგზავნათ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინება, რითაც მათ დაევალათ ხარვეზის გამოსწორება.
ვ. ძ-მ 2006 წლის 3 ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამავე დღეს მან კერძო საჩივარი შეიტანა და მიუთითა, რომ მას არ ჩაჰბარებია განჩინება. განჩინება ჩაჰბარდა მის ოჯახის წევრს – თ. ძ-ს და გაუგებარია სააპელაციო სასამართლომ რატომ დატოვა მხოლოდ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სააპელაციო საჩივარი შეტანილია ვ. ძ-ის, თ. ძ-ის, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ის მიერ ერთობლივად. სააპელაციო სასამართლომ კი გამოყო და განუხილველად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით თ. ძ-ს, ლ. ნ-სა და ვ. ხ-ს დაუდგინდათ ხარვეზი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ლ. ნ-ის, თ. ძ-სა და ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა ვ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში ვ. ძ-მ, თ. ძ-მ, ლ. ნ-მ და ვ. ხ-მ ერთობლივად შეტანეს სააპელაციო საჩივარი. ისინი არიან თანამონაწილეები. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინება გაუგზავნა მხოლოდ ვ. ძ-ს, რომელიც ჩაჰბარდა არა მას, არამედ თ. ძ-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცსო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსით თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესზე გამოდის დამოუკიდებლად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება თითოეულისათვის დამოუკიდებლად უნდა გაეგზავნა. სასამართლომ კი მხოლოდ ვ. ძ-ს გაუგზავნა განჩინება, დანარჩენ თანამონაწილეებს კი არა. ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა ერთ-ერთ თანამონაწილეს – თ. ძ-ს და არა ვ. ძ-ს. სააპელაციო სასამართლომ კი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მას ხარვეზის განჩინება პირადად არ ჩაჰბარებია და, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა არ გასულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განუხილველად დატოვების განჩინება და სააპელაციო საჩივრის დაასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდეს განსახილველად სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ძ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად გაეგზავნოს სააპელაციო შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.