ას-723-1022-09 22 ივლისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 ივნისს ა. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. გ-ის და მესამე პირები ე. ლ-ის და ზ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის ნოტარიუსის ნ. გ-ის მიერ 2000 წლის 8 ნოემბერს ე. ლ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ხ-ის უფლებამონაცვლის ვ. ხ-ის სარჩელი მოპასუხის ე. ლ-ის მიმართ, მესამე პირები – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახური, ზ. ხ-ი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ნოტარიუსის ნ. გ-ის მიერ 2000 წლის 8 ნოემბერს ე. ლ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში სარეგისტრაციო ¹...) დანაშთი სამკვიდრო ქონების (საცხოვრებელი სახლის 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ...ში, ... ქ. ¹16-ში) მემკვიდრედ მისი აღიარების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 13 ნოემბერს განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ე. ლ-ის სახელზე ქ. ...ში, ... ქ. ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 0,10 ჰა მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 7 დეკემბერს ე. ლ-სა და ზ. ხ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ... ნოტარიუსის ლ. ღუბიანურის მიერ, რეგისტრაციის ¹...) ქ. ...ში, ... ქ. ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 0.10 ჰა მიწის ნაკვეთთან ერთად ზ. ხ-ის მიერ შეძენის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ზ. ხ-ის სახელზე ქ. ...ში, ... ქ. ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 0.10 ჰა მიწის ნაკვეთთან ერთად საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ. ა. ხ-ის სარჩელი ქ. ...ში, ... ქ. ¹16-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლთან ერთად) მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ. ხ-მა საჩივრით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინებით ზ. ხ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ იქნა მიღებული განსახილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ხ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება.
2009 წლის 28 მაისს ზ. ხ-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით ზ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინება და ზ. ხ-ის საჩივარი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინებაზე დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ხ-მა.
2009 წლის 16 ივლისს ვ. ხ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რომლითაც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა ვ. ხ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან ვ. ხ-მა უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება.
ვ. ხ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე 372-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
ვ. ხ-ის კერძო საჩივართან მიმართებაში საქმის წარმოება შეწყდეს.
ვ. ხ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.