ას-742-1109-06 3 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა .... დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წარმომადგენლის დ. გ-ის კერძო დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – ... დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წარმომადგენლის დ. გ-ს სარჩელის გამო მოპასუხე სს „ .. .. ..“ მიმართ, ელექტროენერგიის დანახარჯის საფასურად დარიცხული თანხის გადახდევინებისაგან გათავისუფლების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ... დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წარმომადგენლის დ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად; თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქაოლაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით .... დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წარმომადგენელს დ. გ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატის ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მინდობილობის წარმოდგენა (ს.ფ. 69-71). აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 2006 წლის 29 ნოემბერს (ს.ფ. 72), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2006 წლის 11 დეკემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
.... დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წარმომადგენლის დ. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.