Facebook Twitter

¹ას-752-1119-06 24 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 26 აპრილს ნ. ჩ-მ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. თ-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. თ-ი გამოსახლებულ იქნა ბინიდან მდებარე, ... მასივი, ზ/პლატო, კორპუსი ¹10, ბინა ¹...-დან.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. თ-მა საჩივრით და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა მოპასუხე თ. თ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის განჩინება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. თ-მა საჩივრით და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოსარჩელე ნ. ჩ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ნ. ა-ით, ხოლო ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ნ. ჩ-ე საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან მდებარე, თბილისი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹...-დან და დაევალა ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2006 წლის 14 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ა-ის წარმომადგენელმა მ. ჯ-მ, რომელშიც განმარტა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო შეცდომა. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ნ. ა-ი წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს მდებარე თბილისში, ვარკეთილი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹... , მაშინ როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მისამართი არასწორად იყო მითითებული, ანუ არ იყო აღნიშნული ვარკეთილი. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოპასუხის გვარშიც იყო დაშვებული შეცდომა. თ. თ-ის ნაცვლად მითითებული იყო თ. თ-ა-ი. აქედან გამომდინარე, დაშვებული შეცდომები შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ა-ის განცხადება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, გასწორდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცი და სიტყვები ,,თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას ბინიდან მდებარე, თბილისი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹...-დან” შეიცვალა სიტყვებით ,,თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას ბინიდან მდებარე, თბილისი, ვარკეთილი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹...-დან”.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რადგან ამ მუხლის შესაბამისად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განხორციელებულმა შესწორებებმა არსებითად შეცვალა საქმე და დაირღვა მისი უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 31 მაისს განიხილა ნ. ა-ის სარჩელი თ. თ-ის მიმართ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. თ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან მდებარე, თბილისი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹...-დან და დაევალა ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო შეცდომა მოპასუხის გვარში, კერძოდ ნაცვლად თ. თ-ისა მითითებული იყო თ. თ-ა-ი, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო სრულყოფილად მითითებული ბინის მისამართი. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (ს.ფ. 96), სადაო ბინის მისამართი იყო თბილისი, ვარკეთილი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹... , ხოლო გადაწყვეტილებაში მითითებული იყო თბილისი, ... მასივი, ზ/პლატო კორპ. ¹10, ბინა ¹... .

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ზემოხსენებული შესწორებით არსებითად არ შეცვლილა გადაწყვეტილება, მისი აზრი და შინაარსი. ხსენებული შესწორებით მხოლოდ დაზუსტდა მოპასუხის გვარი და სადაო ბინის მისამართი, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელი აღძრული იყო თ. თ-ის მიმართ, ხოლო ბინის მისამართი მოცემულია საჯარო რეესტრის მონაცემებში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.