¹ას-759-1126-06 8 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ღ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ა-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. ღ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 2005 წლის 13 ივლისს მიიღო სამკვიდრო ქონება დაბა თიანეთში, ... ქ. ¹2-ში. ე. ღ-ი უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული ქონებით და ფაქტიურად მას, როგორც მესაკუთრეს არა აქვს საშუალება თავისუფლად განკარგოს იგი. ი. ა-მა მოითხოვა ე. ღ-ის გამოსახლება უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთიდან და საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს დაბა თიანეთში, ... ქ. ¹2-ში და რომლის ფართია 1761,02 კვ.მ.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ე. ღ-ი გამოსახლდა დაბა თიანეთში ... ქ.¹2-ში მდებარე ი. ა-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან და მიწის ნაკვეთიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ღ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ე. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
მოცემულ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ე. ღ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ე. ღ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ.79-81).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. ღ-ს (ს.ფ.82), რაც 2006 წლის 29 ნოემბერს პირადად ჩაბარდა (ს.ფ.83). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ იქნა გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს უნიშნავს ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკსაციო საჩივარი არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს საპროცესო კოდექსის 419-420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.