¹ას-767-1134-06 24 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს ,, .. .. ..”
მოწინააღმდეგე მხარე – ო. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა, გაუქმდა სს ,, .. .. ..” გაკოტრების მმართველის დ. კ-ის 2006 წლის 20 აპრილის ¹ 33 ბრძანება ო. მ-ის სს ,,Q.. .. ..” ავტოსატრანსპორტო საწარმოს ... თანამდებონიდან გათავისუფლების შესახებ და ო. მ-ე აღდგენილი იქნა პირვანდელ სამუშაოზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს Q,, .. .. ..” და მისი გაუქმება ითხოვა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოშიო შეტანილი იქნა ხარვეზით, კერძოდ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
აპელანტს 2006 წლის 01 სექტემბრის განჩინებით დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება და მიეთითა, რომ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
განჩინება სსQ,, .. .. ..” ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
2006 წლის 26 სექტემბერს სს ,, .. .. ..” განცხადებით მომართა საააპელაციო სასამართლოს, მიუთითა საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილზე და სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს ,, .. .. ..” სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვა განუხილველი და განმარტა, რომ აპელანტის მიერ საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებას და სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდას არ იზიარებს ვინაიდან სააპელაციო საჩვრის დასაშვებობის შემოწმება მოხდა 2006 წლის 01 სექტემბერს, როცა მოქმედი კანონმდებლობით არაქონებრივ დავებზე სახელმწიფო Bბაჟის ოდენობა შეადგენდა სააპელაციო საჩივრისათვის 150 ლარს. ღნიშნული განჩიონება კერჩო საჩივტით გაასაჩივრა სს ,,Q .. .. ..”და განმარტა, რომ სს ,,Q.. .. ..” ფინანსური სიძნელეების გამო 2005 წლის 13 იანვრიდან გახსნილია გაკოტრების საქმე და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ვერ მოახერხეს ხარვეზის შევსება, მაგრამ გადაიხადეს ნაწილობრივ. საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს შეეძლო გადაევადებინა ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდა ან შეემცირებინა ბაჟის ოდენობა.
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინება და გადაევადოს ან შეუმცირდეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1 დეკემბრის განჩინებით მიღებული იქნა განსახილველად სს ,, .. .. ..” კერჩო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს ,, .. .. ..”კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად (ს.ფ.45-46). აპელანტმა გამოასწორა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ 30 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,, .. .. ..” არ შეავსო ხარვეზი, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი დაუშვებლობის გამო (ს.ფ.53-55). ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,, .. .. ..”.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64--ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძრელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიცატივით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის სასამართლო ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას შეეძლო გამოეყენებინა მითითებული ნორმები მოცემულ საქმეში, გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სს ,, .. .. ..” მიერ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟის ნაწილი—30 ლარის ოდენობით და გაეგრძელებინა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა ან გადაევადებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს ,, .. .. ..” სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს ,, .. .. ..”კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.