¹ას-772-1139-06 12 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,, .. .. ..”
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – ახლად აღმოჩენის გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 28 ივლისს, ს. ღ-მა განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2006 წლის 04 აპრილს, კერძო საჩივრით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, ამავე სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც დამტკიცდა მორიგების აქტი შპს ,, .. .. ..” წარმომადგენლობასთან.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 2ლის 18 მარტის ¹1-2/10 განჩინება, გაასაჩივრა მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში. ქობულეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივარი გადმოგზავნილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასმართლომ, კი კერძო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დატოვა განუხილველი.
განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმზე დაყრდნობით დადგენილად ჩათვალა, რომ ს. ღ-ი ესწრებოდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განჩინების გამოცხადებას და აღნიშნულის საფუძველზე ეცნო კერძო საჩივარი დაუშვებლად.
განმცხადებელმა ახლად აღმოცენილ გარემოებად მიიცნია ის გარემოება, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს სხდონის ოქმი შედგენილია კანონის დარრვევით, კერზოდ არის ყალბი, რადგან ის სინამდვილეში არ ესწრებოდა განჩინების გამოცხადებას. აღნიშნულ სხდომის ოქმს გაეცნო მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდეგ. აღნიშნული ოქმის შემდეგ მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, იგი წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ განჩინეის გამოცხადება სასამართლოში არ ესწრებოდა.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,ვ” პუნქტების საფუძველზე ს. ღ-მა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის ¹2/ბ-797 განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ს. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ღ-მა და მიუთითა, რომ 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება უკანონოა და მოითხოვა მისი გაუქმება და განსახილველად უკან დაბრუნება .
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 3 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ს. ღ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო 2005 წლის 18 მარტის სასამართლო ხდომას ესწრებოდნენ, როგორც ს. ღ-ი ასევე მისი წარმომადგენელი ი. ზ-ე (ს.ფ. 136) ამავე ხსდომაზე გამოცხადდა 2005 წლის 18 მარტის განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგება შპს ,, .. .. ..” და ს. ღ-ს შორის. აღნიშნულ განჩინება ს. ღ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივარით 2005 წლის 30 მარტს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით ს. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო.
2006 წლის 28 ივლისს ს. ღ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ს. ღ-ი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იგი არ ესწრებოდა 2005 წლის 18 მარტის სხდომას და შესაბამისად არ ესწრებოდა 2005 წლის 18 მარტის განჩინების გამოცხადებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად გაÍÝáÀÃÄÁÀ ÂÀÃÀßÚÅÄÔÉËÄÁÉÓ ÁÀÈÉËÀà ÝÍÏÁÉÓÀ ÃÀ ÀáËÀà ÀÙÌÏÜÄÍÉË ÂÀÒÄÌÏÄÁÀÈÀ ÂÀÌÏ ÓÀØÌÉÓ ßÀÒÌÏÄÁÉÓ ÂÀÍÀáËÄÁÉÓ ÛÄÓÀáÄÁ ÛÄÔÀÍÉË ÖÍÃÀ ÉØÍÄÓ ÄÒÈÉ ÈÅÉÓ ÂÀÍÌÀÅËÏÁÀÛÉ ÃÀ ÀÌ ÅÀÃÉÓ ÂÀÂÒÞÄËÄÁÀ ÀÒ ÃÀÉÛÅÄÁÀ.
ÅÀÃÉÓ ÃÄÍÀ ÉßÚÄÁÀ ÉÌ ÃÙÉÃÀÍ, ÒÏÃÄÓÀÝ ÌáÀÒÉÓÀÈÅÉÓ ÝÍÏÁÉËÉ ÂÀáÃÀ ÂÀÃÀßÚÅÄÔÉËÄÁÉÓ ÁÀÈÉËÀà ÝÍÏÁÉÓÀ ÃÀ ÀáËÀà ÀÙÌÏÜÄÍÉË ÂÀÒÄÌÏÄÁÀÈÀ ÂÀÌÏ ÓÀØÌÉÓ ßÀÒÌÏÄÁÉÓ ÂÀÍÀáËÄÁÉÓ ÓÀ×ÖÞÅËÄÁÉÓ ÀÒÓÄÁÏÁÀ.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ღ-მა გაუშვა ÀÙÌÏÜÄÍÉË ÂÀÒÄÌÏÄÁÀÈÀ ÂÀÌÏ ÓÀØÌÉÓ ßÀÒÌÏÄÁÉÓ ÂÀÍÀáËÄÁÉÓ ÛÄÓÀáÄÁ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან როგორც თავად აღნიშნავს მისთვის სხდომის ოქმის სიყალბის შესახებ ცნობილი გახდა 2005 წლის 18 მარტის განჩინების გაცნობის შემდეგ, რომელიც ს. ღ-ს ჩაბარდა 2006 წლის 24 მარტს, ხოლო განცხადება ÀÙÌÏÜÄÍÉË ÂÀÒÄÌÏÄÁÀÈÀ ÂÀÌÏ ÓÀØÌÉÓ ßÀÒÌÏÄÁÉÓ ÂÀÍÀáËÄÁÉÓ ÛÄÓÀáÄÁ შეიტანა 2006 წლის 28 ივლისს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმადÓÀÓÀÌÀÒÈËÏÌ ÈÀÅÉÓÉ ÉÍÉÀÝÉÔÉÅÉÈ ÖÍÃÀ ÛÄÀÌÏßÌÏÓ, ÃÀÓÀÛÅÄÁÉÀ ÈÖ ÀÒÀ ÂÀÍÝáÀÃÄÁÀ ÓÀØÌÉÓ ÂÀÍÀáËÄÁÉÓ ÛÄÓÀáÄÁ. ÈÖ ÀÒ ÀÒÓÄÁÏÁÓ ÂÀÍÝáÀÃÄÁÉÓ ÃÀÛÅÄÁÉÓ ÄÓÀ ÈÖ ÉÓ ÐÉÒÏÁÀ, ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÌ ÈÀÅÉÓÉ ÂÀÍÜÉÍÄÁÉÈ ÂÀÍÝáÀÃÄÁÀ ÂÀÍÖáÉËÅÄËÀà ÖÍÃÀ ÃÀÔÏÅÏÓ. ÒÀÝ ÛÄÉÞËÄÁÀ ÂÀÓÀÜÉÅÒÃÄÓ ÊÄÒÞÏ ÓÀÜÉÅÒÉÈ.
ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ს. ღ-ის განცხადება დაუშვებლად და შესაბამისად არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.