Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№567აპ-17 ქ. თბილისი

ე-ი ჰ., 567აპ-17 26 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ ჰ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განაჩენით:

მ. ჩ., – - - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25.182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მ. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე; მ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.

გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა და მ. ჩ-ის (პ/ნ -), გ. ჩ-ის (პ/ნ -), ზ. ჩ-სა (პ/ნ -) და ნ. ჩ-ის (პ/ნ -) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ბ-ში, ფ-ის ქუჩის N-, ზონა - -, სექტორი - -, კვარტალი - - ნაკვეთი) - -, კოდი - -) – 12.000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

გ. ო., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

გ. ო-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა და მ. ა-ას (პ/ნ -) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ს-ში, ფ-ის ქუჩის N-, ზონა - ს-ა - კვარტალი - -, ნაკვეთი - 058 – 20.000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

ი. ზ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ი. ზ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ი. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.

ი. ზ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა და ი. ზ-ის (პ/ნ -) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ბ-ში, კ-ის ქუჩის - ბინა N--ში, ზონა - -, სექტორი - -, კვარტალი - -, ნაკვეთი - -, კოდი - -) – 15.000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

ჰ. ე., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ჰ. ე-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ჰ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. ჰ. ე-ის სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მ. ჩ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების თანახმად:

შპს - 2012 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო სსიპ - მიერ 1 294 191 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა მის მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული თანხით (1 057 679 ლარით). 2012 წლის 27 აპრილს სსიპ - და შპს - შორის გაფორმდა №- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს - აიღო ვალდებულება, რომ 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში განეხორციელებინა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პირობებისა და სტანდარტების შესაბამისი, --- შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2012 წლის 20 დეკემბრის სსიპ - მმართველ მ. ჩ-ისა და შპს - ხელმძღვანელი პირების - ჰ. ე-სა და გ. ო-ის ურთიერთშეთანხმებით ცვლილება შევიდა №- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 თებერვლამდე პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ვალდებულების სრულად შესრულებამდე პერიოდით (რაც შემდგომი შეთანხმებებით განისაზღვრა 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდით).

2012 წლის 21 დეკემბერს მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა სს - საავანსო გადახდის - საბანკო გარანტია 189 209,05 ლარზე (გარანტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 28.02.2013 წლის ჩათვლით პერიოდი). აღნიშნულის საფუძველზე 2012 წლის 26 დეკემბერს სსიპ --- - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სახაზინო სამსახურში წარადგინა №- საგადასახადო მოთხოვნა 189 209,05 ლარის შპს -- გადარიცხვის შესახებ, რის საფუძველზეც სახაზინო სამსახურმა ხსენებულ კომპანიას ავანსის სახით გადაურიცხა -- შენობის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა.

აღნიშნულის შემდეგ შპს -- ტექნიკურმა დირექტორმა გ. ო-მა და დირექტორმა ჰ. ე-მა დაამზადეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტები შესრულებული სამუშაოების მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების, მიღება-ჩაბარების ყალბი №- შუალედური აქტები (ფორმა №--ები და ფორმა №--), რაც ხელმოწერით დაამოწმა სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა - ი. ზ-ემ, რომ თითქოს, შპს -- შეასრულა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი და 180 164,66 ლარის ღირებულების სამუშაოები. ხსენებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები ზემოთ დასახელებულმა პირებმა წარუდგინეს შემსყიდველს - საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი საავანსო თანხების 180 164,66 ლარით შესამცირებლად. აღნიშნული სამუშაოები 2013 წლის 1 თებერვალს მიღება-ჩაბარების №- აქტით ჩაიბარა მ. ჩ-მა, როგორც სსიპ -- მმართველის ბრძანებით შექმნილმა, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოების №- აქტით ჩაბარებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობას, ოდენობას, ღირებულებასა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა გასული იყო 2013 წლის 15 თებერვალს და სამუშაოს შემსრულებლის მიერ არ იყო აღმოფხვრილი ხსენებული და წინა შესრულებებში არსებული ხარვეზები, ასევე არ იყო შესრულებული დარჩენილი 9 044, 39 ლარის ღირებულების სამუშაოები, -ის მმართველმა მ. ჩ-მა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს -- გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად და არ მიიღო სათანადო ზომები ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსად გადახდილი თანხების უზრუნველყოფისათვის სს -- მიერ გარანტირებული თანხების თ-ის სასარგებლოდ დასაბრუნებლად. ნაცვლად ამისა, მ. ჩ-მა 2013 წლის 13 მარტს - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სახაზინო სამსახურში წარადგინა დამოწმების დოკუმენტი 189 209,05 ლარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულით -ის მმართველმა მ. ჩ-მა, სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა ი. ზ-ემ და კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გ. ო-მა ხელი შეუწყეს შპს -- დირექტორ ჰ. ე-ის ბიუჯეტის კუთვნილი 86 663,23 ლარის მითვისებაში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

გ. ო-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების თანახმად:

შპს -- 2012 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო სსიპ --- მიერ 1 294 191 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა მის მიერ შემყიდველისათვის შეთავაზებული თანხით (1 057 679 ლარით). 2012 წლის 27 აპრილს სსიპ -- და შპს -- შორის გაფორმდა №- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს -- აიღო ვალდებულება, რომ 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში განეხორციელებინა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პირობებისა და სტანდარტების შესაბამისი, --ის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2013 წლის 3 ოქტომბერს, 20 დეკემბერს, 2013 წლის 5 იანვარსა და 14 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით ზემოხსენებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რითაც შეიცვალა სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც განისაზღვრა 1 163 226,28 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 აპრილით. 2012 წლის 26 დეკემბერს შემსყიდველმა - სსიპ -- მმართველმა მ. ჩ-მა მიმწოდებლის - შპს -- საბანკო ანგარიშზე გადარიცხა შესასრულებელი სამუშაოების საავანსო ღირებულება - 189 209,05 ლარი, რომელიც იმყოფებოდა ჰ. ე-სა და გ. ო-ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

დასახელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისას შპს -- ტექნიკურმა დირექტორმა გ. ო-მა, რომელიც ტექნიკურ ხელმძღვანელობას უწევდა კომპანიის მიერ თეატრის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, ამავე კომპანიის დირექტორმა ჰ. ე-მა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა ი. ზ-ემ გამოყენების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები შესრულებული სამუშაოების (№-, №-, №- და №-), შუალედური აქტები (ფორმა №- და ფორმა №-), რომ თითქოს, შპს -- მიერ შესრულებული იყო ხსენებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი თანმხლები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი პარამეტრების, სტანდარტებისა და 1 163 226,28 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც წარუდგინეს შემსყიდველს - სსიპ -- მმართველ მ. ჩ-ის 2012 წლის 27 აპრილის №- ბრძანებით შექმნილ, სამუშაოების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფს, რომელთა საფუძველზეც აღნიშნულმა ჯგუფმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები.

სინამდვილეში, მიმწოდებელმა - შპს -- შეასრულა ხსენებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი თანმხლები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუსაბამო პარამეტრების, სტანდარტებისა და 1 074 149,53 ლარის ღირებულების სამუშაოები.

ყოველივე ზემოაღნიშნულით შპს -- ტექნიკურმა დირექტორმა გ. ო-მა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირთა - ი. ზ-სა და სსიპ -- მმართველ მ. ჩ-თან ერთად ხელი შეუწყო ამავე კომპანიის დირექტორ ჰ. ე-ს ბიუჯეტის კუთვნილი 86 663,23 ლარის მითვისებაში, რამაც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ი. ზ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების თანახმად:

შპს -- 2012 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო სსიპ -- მიერ 1 294 191 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა მის მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული თანხით (1 057 679 ლარი). 2012 წლის 27 აპრილს სსიპ -- და შპს -- შორის გაფორმდა №- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს -- აიღო ვალდებულება, რომ 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში განეხორციელებინა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პირობებისა და სტანდარტების შესაბამისი, -ის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2013 წლის 3 ოქტომბერს, 20 დეკემბერს, 2013 წლის 5 იანვარს და 14 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით ზემოხსენებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რითაც შეიცვალა სახელშეკრულებო ღირებულება და განისაზღვრა 1 163 226,28 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 აპრილით. 2012 წლის 26 დეკემბერს შემსყიდველმა სსიპ - მმართველმა მ. ჩ-მა მიმწოდებლის - შპს -- საბანკო ანგარიშზე გადარიცხა შესასრულებელი სამუშაოების საავანსო ღირებულება - 189 209,05 ლარი, რომელიც იმყოფებოდა ჰ. ე-სა და გ. ო-ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. 2012 წლის 4 მაისის №34 და 2013 წლის 14 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ი. ზ-ეს დაევალა სსიპ -- შენობის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკური ზედამხედველობა, შემსყიდველზე ანაზღაურებისათვის წარდგენილი სამუშაოთა მოცულობის პროექტთან შესაბამისობის დადასტურება, ფაქტობრივად, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და შემსყიდველთან შეთანხმებულ, შესაბამის ერთეულ სამუშაოთა ღირებულების დადასტურება.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №- ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისას სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა ი. ზ-ემ, შპს -- დირექტორმა ჰ. ე-მა და ამავე კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გ. ო-მა გამოყენების მიზნით დაამზადეს სახელმწფიო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები შესრულებული სამუშაოების №-, №-, №- და №- შუალედური აქტები, (ფორმა №- და ფორმა №-), რომ თითქოს შპს -- შეასრულა ხსენებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი თანმხლები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი პარამეტრების, სტანდარტებისა და 1 163 226,28 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც წარუდგინეს შემსყიდველს - სსიპ - მმართველ მ. ჩ-ის 2012 წლის 27 აპრილის №- ბრძანებით შექმნილ, სამუშაოების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფს, რომელთა საფუძველზეც აღნიშნულმა ჯგუფმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები.

სინამდვილეში, მიმწოდებელმა შპს -- შეასრულა ხსენებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი თანმხლები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუსაბამო პარამეტრების, სტანდარტებისა და 1 074 149,53 ლარის ღირებულების სამუშაოები.

ყოველივე ზემოაღნიშნულით სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმხორციელებელმა პირმა ი. ზ-ემ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს -- ტექნიკურ დირექტორ გ. ო-სა და სსიპ -- მმართველ მ. ჩ-ნთან ერთად ხელი შეუწყო ამავე კომპანიის დირექტორს ჰ. ე-ს ბიუჯეტის კუთვნილი 86 663,23 ლარის მითვისებაში, რამაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ჰ. ე-ის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ჰ. ე-მა, როგორც შპს - დირექტორმა, 2012 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო სსიპ --ის მიერ 1 294 191 ლარის ღირებულების სამუშაოების სახელმწიფიო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა მის მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული თანხით (1 057 679 ლარით). 2012 წლის 27 აპრილს სსიპ --და შპს -- შორის გაფორმდა №- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს -- აიღო ვალდებულება, რომ 2012 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში განეხორციელებინა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პირობებისა და სტანდარტების შესაბამისი, -ის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2013 წლის 3 ოქტომბერს, 20 დეკემბერს, 2013 წლის 5 იანვარსა და 14 თებერვალს მხარეთა შეთანმხებით ზემოხსენებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რითაც შეიცვალა სახელშეკრულებო ღირებულება და განისაზღვრა 1 163 226,28 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 აპრილით. 2012 წლის 26 დეკემბერს შემსყიდველმა - სსიპ - მმართველმა მ. ჩ-მა მიმწოდებელს - შპს - საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა შესასრულებელი სამუშაოების საავანსო ღირებულება - 189 209,05 ლარი, რომელიც იმყოფებოდა ჰ. ე-სა და გ. ო-ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

დასახელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება–ჩაბარებისას შპს - დირექტორმა ჰ. ე-მა, ამავე კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გ. ო-მა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა ი. ზ-ემ გამოყენების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები – სამუშაოების №-, №-, №- და №- შუალედური აქტები (ფორმა №- და ფორმა №-), რომ თითქოს, შპს -- შეასრულა ხსენებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი თანმხლები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი პარამეტრების, სტანდარტებისა და 1 163 226,28 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც წარუდგინეს შემსყიდველს - სსიპ -- მმართველ მ. ჩ-ის 2012 წლის 27 აპრილის №- ბრძანებით შექმნილ, სამუშაოების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფს, რომელთა საფუძველზეც აღნიშნულმა ჯგუფმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები.

სინამდვილეში, მიმწოდებელმა - შპს -- შეასრულა ხსენებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი თანმხლები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუსაბამო პარამეტრების, სტანდარტებისა და 1 074 149, 53 ლარის ღირებულების სამუშაოები.

აღნიშნულის შემდეგ შპს - დირექტორმა ჰ. ე-მა ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორის - გ. ო-ის, სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის - ი. ზ-ისა და სსიპ - მმართველის - მ. ჩ-ის ხელშეწყობითა და ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 86 663, 23 ლარი, რამაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი - პროკურორი დავით ჭარბაძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ჰ. ე-ის, გ. ო-ის, ი. ზ-სა და მ. ჩ-ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შპს - მიერ შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ჩვეულებრივ, სამოქალაქო სახელშეკრულებო სამართლით განსაზღვრულ ურთიერთობებად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლო ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ უვლის სახელმწიფოსთვის კონკრეტული თანხობრივი ზიანის არსებობას, ხოლო მეორე შემთხვევაშო აცხადებს, რომ მითვისებული თანხის ოდენობა ზუსტად დადგენილი არ არის. უტყუარად დადასტურებულია, რომ შპს „-მიერ სსიპ - მიღებულ დაფინანსებასა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობამ შეადგინა 77.892.45 ლარი; დასახელებული თანხა კი სახელმწიფოს არ დაბრუნებია. ყალბი დოკუმენტი სწორედ იმ მიზნით დაამზადეს და გამოიყენეს, რომ შპს - სახელმწიფოსგან იმაზე მეტი დაფინანსება მიეღო, ვიდრე რეალური სამუშაო ჰქონდა შესრულებული.

6. კასატორის მითითებით, წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ. ო-ი იყო შპს - ტექნიკური დირექტორი და მასთან გაფორმებული იყო შესაბამისი წერილობთი ხელშეკრულება; მასზე გაცემული იყო სათანადო მინდობილობა კომპანიის ხელმძღვანელობისა და მართვის ფუნქციების განხორციელების თაობაზე. შპს - თანამშრომლებმა - ს. შ-ემ და მ. ბ-ემ დაადასტურეს, რომ შესრულებული სამუშაოების აქტების ფორმა N--ის და N--ის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო გ. ო.. ყველა მონაცემი აღნიშნულ დოკუმენტში იწერებოდა ჰ. ე-ის მითითებით და სისწორეს ამოწმებდა გ. ო.. ს. შ-ის, მ. ბ-სა და სსიპ - ბუღალტრის ნ. ლ-ის ჩვენებებით, სსიპ - დაფინანსების მისაღებად წარადგენდა მხოლოდ გ. ო.. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ (2016 წლის თებერვალში), არასწორად დაუშვეს დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულებად. სასამართლომ არ გამოარკვია მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზი.

7. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე - მსჯავრდებულ ჰ. ე-ის ადვოკატი ს. კ. ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ჰ. ე-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, სასამართლომ ბუნდოვნად და საეჭვოდ მიიჩნია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა და შემდეგ იმავე მტკიცებულებას დაამყარა სსკ-ის 362-ე მუხლით განაჩენი. ჰ. ე. არის თურქი და არ ფლობს ქართულ ენას. ამდენად, მისთვის ფორმა N--ში ასახული ინფორმაცია ცნობილი არ იქნებოდა. ფორმა N--ებს გ. ო-ის კარნახით მ. ბ. ადგენდა, შემდეგ კი ჰ. ე-თან ხელმოსაწერად მიჰქონდათ. სასამართლოში დადასტურდა, რომ შპს-მ იმაზე მეტი ხარჯი გასწია, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. როგორც მ. ჩ-მა აღნიშნა, რეალურად ჰ. ე-ის კომპანიამ სრულად გახარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ჰ. ე-ის კომპანიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკისრა ზიანის ანაზღაურება, მაგრამ იმავე საკითხზე მას ბრალი წაუყენეს.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც ჰ. ე-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს. განაჩენში მითითებულია ის გარემოებები, რომლითაც დასტურდება ჰ. ე-სა და ი. ზ-ის მიერ არაზუსტი მონაცემებით შემდგარ აქტზე ხელის მოწერის ფაქტი.

11. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს ჰ. ე-ის (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), გ. ო-ის (სსკ-ის 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ი. ზ-სა (საქართველოს სსკ-ის 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) და მ. ჩ-ის (საქართველოს სსკ-ის 25.182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც ქმედების გადაკვალიფიცირების, ისე - გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

12. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება დაცვის მხარის მიერ დამატებითი მტკიცებულების დაშვების თაობაზე შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს და წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, არ გამოვლენილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ ჰ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე