¹ას-812-1131-07 12 დეკემბერი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი ---- მ. ა-ი (მოპასუხე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ტ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განხადებით მიმართა ნ. ტ-მა მოპასუხე მ. ძ-ს (შემდგომში ა-ი) მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანია ანაზღაურება 2820 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ა-ს მის სასარგებლოდ დაეკოსრა 2820 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მ. ა-ს ჩაბარდა 2007 წლის 17 სექტემბერს. ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2007 წლის 27 სექტემბერს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ ხარვეზი შევსებული იქნა სამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში 2007 წლის 27 სექტემბერს, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მისაღების სარეგისტრაციო ქვითრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ა-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მ. ა-ს ჩაბარდა 2007 წლის 17 სექტემბერს (ს.ფ.64) ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2007 წლის 27 სექტემბერს. ამავე პალატის 2007 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ს სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში 2007 წლის 27 სექტემბერს შეავსო ხარვეზი, რაც დასტურდება საქმის მასალებით და მხარის მიერ წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ქვითრით (ს. ფ.65,76)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა მ. ა-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ა-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.