¹ას-812-1176-06 12 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. და ნ. ღ-ები
წარმომადგენელი მ. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. მ-ე
ე. პ-ა
დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. მ-ის სარჩელი მოპასუხე ე. პ-ს მიმართ, თბილისში, ... მასივის, IV კვარტლის, მე-... კორპუსის, ¹37 ბინიდან ე. პ-ს მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2005 წლის 14 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2005 წლის 28 სექტემბერს ნ. და ვ. ღ-ებმა, რომელიც ასევე არასრულწლოვანი ნ. ღ-ის მეურვეა, საჩივარი შეიტანეს სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მათ უარი ეთქვათ აღნიშნული საჩივრის მიღებაზე.
2005 წლის 12 ოქტომბერს ვ. და ნ. ღ-ების ადვოკატებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. მათ განმარტეს, რომ ვ. ღ-ი სადავო ბინაში ცხოვრობს 1963 წლიდან. მან აღნიშნული ბინის პრივატიზაცია განახორციელა 1992 წელს. მან და მისმა ოჯახის წევრებმა ბინიდან გამოსახლების შესახებ შეიტყვეს აღმასრულებლის წერილობითი გაფრთხილების მიღების შემდგომ. მათთვის 2005 წლის 26 აგვისტოს სხდომის შესახებ ცნობილი არ იყო და, შესაბამისად, ისინი მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, რომ დაეცვათ თავიანთი უფლებები.
განმცხადებლებმა ასევე მოითხოვეს 2005 წლის 14 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერება და განმარტეს, რომ ვ. ღ-ი არის 78 წლის პენსიონერი, მას ასევე ჰყავს 74 წლის პენსიონერი მეუღლე ნ. ღ-ი, რომელიც მწოლიარე ავადმყოფია და ობოლი, არასრულწლოვანი შვილიშვილი - ნ. ღ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ვ. და ნ. ღ-ების ადვოკატების განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული, ხოლო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და 2005 წლის 14 სექტემბერს გაცემული ¹...-1964 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-ის წარმომადგენელმა შ. შ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინება 2005 წლის 14 სექტემბრის ¹... სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების ნაწილში და ვ. და ნ. ღ-ების განცხადება სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების მიღების თარიღად ნაცვლად 2006 წლის 3 ივნისისა, მიეთითა 2006 წლის 5 ივნისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელმა მ. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობისა და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა.
2007 წლის 11 იანვარს ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელმა მ. ღ-მა საკასაციო პალატას წარმოუდგინა მხოლოდ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 15 იანვრის განჩინებით ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობისა და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა (ს.ფ. 247-248).
2007 წლის 11 იანვარს ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელმა მ. ღ-მა საკასაციო პალატას წარმოუდგინა მხოლოდ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ამავე პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში ზემოთ მითითებული ხარვეზის შევსება (ს.ფ. 281-282).
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენელ მ. ღ-ს გაეგზავნა 2006 წლის 26 დეკემბერსა და 2007 წლის 17 იანვარს (ს.ფ. 249-250, ს.ფ.283), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2006 წლის 27 დეკემბერსა და 2007 წლის 18 იანვარს (ს.ფ.253, ს.ფ.289). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 24 იანვრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენლის – მ. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 419-420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. და ნ. ღ-ების წარმომადგენლის – მ. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.