¹ას-825-1040-08 12 ნოემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ მ. უ-ა, ნ. (ნ.) ხ-ე, მ. ფ-ე, მ. ბ-ე, ლ. (ნ.) კ-ე, ბ. გ-ე, ვ. (ვ.) გ-ი, მ. მ-ე, მ. ბ-ე, ნ. ბ-ე, დ. ც-ა, ე. მ-ი,M დ. რ-ი, მ. ა-ე, მ. ხ-ე (ჟ-ი), მ. ჩ-ე, დ. მ-ი, გ-ე, ლ. კ-ე, რ. (რ.) ყ-ი, ი. კ-ა, მ. თ-ე, მ. ც-ი, შ. ზ-ე, რ. (რ.) კ-ე, მ. თ-ე, ნ. (ნ.) გ-ე, მ. ჩ-ი, ს. ვ-ე, თ. (თ.) ჯ-ა, ნ. ფ-ე, ო. დ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე- ... სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის ...-სკოლის მასწავლებელმა მ. უ-მ, ნ. ხ-მ, მ. ფ-მ,, მ. ბ-მ, ლ. კ-მ, ბ. გ-მ, ვ. მ-მა, დ. რ-მა, მ. ა-მ, მ. ხ-მ, მ. ჩ-მ, დ. მ-მა, გ-მ, ლ. კ-მ, რ. ყ-მა, ი. კ-მ, მ. თ-მ, მ. ც-მა, შ. ზ-მ, რ. კ-მ, ნ. გ-მ, მ. ჩ-მა, ს. ვ-მ, თ. ჯ-მ, ნ. ფ-მ, ო. დ-მ (სულ 31 მასწავლებელი) აღნიშნული სკოლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს, სკოლის დირექტორის 2007 წლის 22 თებერვლის ¹10 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ქუთაისის საქალაქო სასამათრთლოს 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის ... სკოლის დირექტორის 2007 წლის 22 თებერვლის ¹10 ბრძანება, ... სწავლების გაუქმებისა და ...-ის მასწავლებლების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის ... სკოლის დირექტორს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურის, ძეგლვა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ... სწავლების დაფინანსებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმის მითითებით, მოსარჩელეთა მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ ორი თვის ხელფასი და იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, სადავო საკითხის ხელახლა გადაწყვეტამდე დროის მანძილზე, თითოეულს ინდივიდუალურად შესაბამისი გაანგარიშებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის ... სკოლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: მ. უ-ს, ნ. (ნ.) ხ-ის, მ. ფ-ის, მ. ბ-ის, ლ. (ნ.) კ-ის, ბ. გ-ის, ვ. (ვ.) გ-ის, მ. მ-ის, მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, დ. ც-ს, ე. მ-ის,M დ. რ-ის, მ. ა-ის, მ. ხ-ის (ჟ-ი), მ. ჩ-ის, დ. მ-ის, გ-მ, ლ. კ-ის, რ. (რ.) ყ-ის, ი. კ-ას, მ. თ-ის, მ. ც-ის, შ. ზ-ის, რ. (რ.) კ-ის, მ. თ-ის, მ. ც-ის, შ. ზ-ის, ნ. (ნ.) გ-ის, მ. ჩ-ის, ს. ვ-ის, თ. (თ.) ჯ-ს, ნ. ფ-ის, ო. დ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით მ. უ-ს, ნ. (ნ.) ხ-ს, მ. ფ-ს, მ. ბ-ს, ლ. (ნ.) კ-ს, ბ. გ-ს, ვ. (ვ.) გ-ს, მ. მ-ს, მ. ბ-ს, ნ. ბ-ს, დ. ც-ს, ე. მ-ს,M დ. რ-ს, მ. ა-ს, მ. ხ-ს (ჟ-ი), მ. ჩ-ს, დ. მ-ს, გ-ს, ლ. კ-ს, რ. (რ.) ყ-ს, ი. კ-ს, მ. თ-ს, მ. ც-ს, შ. ზ-ს, რ. (რ.) კ-ის, მ. თ-ის, ნ. (ნ.) გ-ს, მ. ჩ-ს, ს. ვ-ს, თ. (თ.) ჯ-ს, ნ. ფ-ს, ო. დ-ს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდა.
გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2008 წლის 2 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს მ. უ-მ, ნ. ხ-მ და სხვებმა (სულ 31 ფიზიკურმა პირმა)და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მოითხოვეს.
განმცხადებელთა მითითებით, გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუგებარია, როგორც მათთვის ასევე აღმასრულებლისათვის და მოითხოვეს 2008 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში განიმარტა შემდეგნაირად: მ. უ-ს, ნ. (ნ.) ხ-ს, მ. ფ-ს, მ. ბ-ს, ლ. (ნ.) კ-ს, ბ. გ-ს, ვ. (ვ.) გ-ს, მ. მ-ს, მ. ბ-ს, ნ. ბ-ს, დ. ც-ს, ე. მ-ს,M დ. რ-ს, მ. ა-ს, მ. ხ-ს (ჟ-ი), მ. ჩ-ს, დ. მ-ს, გ-ს, ლ. კ-ს, რ. (რ.) ყ-ს, ი. კ-ს, მ. თ-ს, მ. ც-ს, შ. ზ-ს, რ. (რ.) კ-ის, მ. თ-ის, ნ. (ნ.) გ-ს, მ. ჩ-ს, ს. ვ-ს, თ. (თ.) ჯ-ს, ნ. ფ-ს, ო. დ-ს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი, თითოეულს 150 ლარის ოდენობით.
პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დასახელებულ მოწინააღმდეგე მხარეს, სულ 31 ფიზიკურ პირს გააჩნდა ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და პირველ ინსტანციაში, მათ მიერ, წარდგენილი იქნა გაერთიანებული სარჩელი ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, აღნიშნულ დავაში თითოეული ფიზიკური პირი წარმოადგენდა დამოუკიდებელ მხარეს. ამდენად პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულმა მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი ინდივიდუალური მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენდა 150 ლარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით თითოეულისათვის 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ სასამართლოს განმარტება არასწორია ვინაიდან აპელანტმა (ქუთაისის ... სკოლა) სააპელაციო საჩივრისათვის გადაიხადა 150 ლარი, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, რომ არაქონებრივი დავისათვის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 150 ლარს, აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არის არაქონებრივი და რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ერთგვაროვანია, რაც მოსარჩელეებმა მიუთითეს ერთობლივ სასარჩელო განცხადებაში.
კერძო საჩივრის ავტორების აზრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს იმ თანხების ჯამის (6146 ლარი) 4%, რაც მოთხოვნილი აქვთ განაცდური ხელფასის სახით 31 პედაგოგს და რაც უნდა დაკისრებოდა აპელანტს (ქუთაისის ... სკოლას) და არა 150 ლარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ არაქონებრივი დავისათვის 150 ლარი გადაახდევინა აპელანტს. ანუ ჩათვალა რომ მოსარჩელეებს აქვთ ერთიანი მოთხოვნა და არა თითოეულს ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები.
ასევე კერძო საჩივრის ავტორებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სასამართლოს მიერ საპროცესო კოდექსის 86-ე, 55-ე, მუხლებზე აპელირება, ვინაიდან აღნიშნული მუხლები მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების იმგავარად განმარტების საფუძველს არ იძლეოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში განიმარტა შემდეგნაირად: მ. უ-ს, ნ. (ნ.) ხ-ს, მ. ფ-ს, მ. ბ-ს, ლ. (ნ.) კ-ს, ბ. გ-ს, ვ. (ვ.) გ-ს, მ. მ-ს, მ. ბ-ს, ნ. ბ-ს, დ. ც-ს, ე. მ-ს,M დ. რ-ს, მ. ა-ს, მ. ხ-ს (ჟ-ი), მ. ჩ-ს, დ. მ-ს, გ-ს, ლ. კ-ს, რ. (რ.) ყ-ს, ი. კ-ს, მ. თ-ს, მ. ც-ს, შ. ზ-ს, რ. (რ.) კ-ის, მ. თ-ის, ნ. (ნ.) გ-ს, მ. ჩ-ს, ს. ვ-ს, თ. (თ.) ჯ-ს, ნ. ფ-ს, ო. დ-ს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი, თითოეულს 150 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის” თანახმად სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სასარჩელო მოთხოვნა ერთგავროვანია, მიუხედავად იმისა ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა 31 ფიზიკური პირი, რომლებსაც გააჩნდათ ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაერთიანებული იქნა სარჩელი ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ. კანონის ზემოთმითითებული ნორმის თანახმად საპროცესო თანამონაწილეობა განსახილველ დავაში დაშვებული იყო მხოლოდ იმ ინტერესით, რომ მომხდარიყო საქმის სწორად და სწრაფად გადაწყვეტა, აღნიშნული კი გავლენას ვერ მოახდენდა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხზე, ვინაიდან თითოეული ფიზიკური პირი, მიუხედავად სარჩელის გაერთიანებისა წარმოადგენდა დამოუკიდებელ მხარეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარზე შეადგენს 150 ლარს.
ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ განსამარტ გადაწყვეტილებაში მითითებული სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი სოლიდარულად უნდა გადაეხადათ და არა თითოეულს ცალ-ცალკე.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა 2008 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება. შესაბამისად კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. უ-ს, ნ. (ნ.) ხ-ის, მ. ფ-ის, მ. ბ-ის, ლ. (ნ.) კ-ის, ბ. გ-ის, ვ. (ვ.) გ-ის, მ. მ-ის, მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, დ. ც-ას, ე. მ-ის,M დ. რ-ის, მ. ა-ის, მ. ხ-ის (ჟ-ი), მ. ჩ-ის, დ. მ-ის, გ-ის, ლ. კ-ის, რ. (რ.) ყ-ის, ი. კ-ს, მ. თ-ის, მ. ც-ის, შ. ზ-ის, რ. (რ.) კ-ის, მ. თ-ის, ნ. (ნ.) გ-ის, მ. ჩ-ის, ს. ვ-ის, თ. (თ.) ჯ-ს, ნ. ფ-ის, ო. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვიოსტოს განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.