ას-8-347-08 9 თებერვალი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ჟ-იას (წარმომადგენელი ი. ბ-ძე) კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხობის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჟ-იას სარჩელი ყულევის საკრებულოს საკომლო წიგნის ჩანაწერისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 58-59).
მითითებული გადაწყვეტილება ლ. ჟ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 64-66).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ს.ფ. 70-73).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ლ. ჟ-იას დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა; განჩინებით მასვე განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 81-82).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ლ. ჟ-იას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინების ასლი ლ. ჟ-იასა და მის წარმომადგენელ ე. ლ-იას გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული გზავნილი აპელანტს ჩაჰბარდა 2007 წლის 23 სექტემბერს. შესაბამისად, ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2007 წლის 30 სექტემბრამდე, რა პერიოდშიც ხარვეზი არ შევსებულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ჟ-იას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 86-88).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ჟ-იამ (წარმომადგენელი ი. ბ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივებით:
რამდენადაც ხობის რაიონულმა სასამართლომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა, შესაბამისად რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე ლ. ჟ-იამ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა. სწორედ აღნიშნულით იყო განპირობებული თავდაპირველად სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. მას შემდგომ, რაც საქმე განსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა და ლ. ჟ-იას სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა, აპელანტმა განჩინების მისთვის გადაცემიდან (2007 წლის 11 ოქტომბერი) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი გამოასწორა, კერძოდ, 2007 წლის 17 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა. მოგვიანებით, 2008 წლის ივნისის თვეში ლ. ჟ-იამ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იშუამდგომლა, რა დროსაც იგი მიიჩნევდა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარმოებაში ჰქონდა მიღებული. უფრო მოგვიანებით, ლ. ჟ-იამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან 2008 წლის 11 ნოემბრით დათარიღებული წერილი მიიღო, საიდანაც ირკვეოდა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი ხობის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იყო დატოვებული. აღნიშნული წერილის მიღების შემდგომ კერძო საჩივრის ავტორმა თავისი ინიციატივით მოცემული საქმიდან რიგი მასალების ასლები, მათ შორის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ასლი გადაიღო, რა დროსაც შესაძლებლობა მიეცა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს გაცნობოდა.
მართალია, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინება ლ. ჟ-იას წარმომადგენელ ე. ლ-იას ორჯერ გაეგზავნა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი საფოსტო გზავნილით არ ირკვევა, კონკრეტულად რა რიცხვში ჩაჰბარდა მოცემული განჩინება ე. ლ-იას, ან ჩაიბარა თუ არა განჩინება პირადად მან, რადგან გზავნილებში არ არის მითითებული ე. ლ-იას პირადობის მოწმობის ნომერი. ამასთან, საფოსტო გზავნილებზე ე. ლ-იას სახელით შესრულებული ხელმოწერები განსხვავებულია (ს.ფ. 115-117).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით ლ. ჟ-იას (წარმომადგენელი ი. ბ-ძე) კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 ღის ვადაში ი. ბ-ძის მიერ ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის, აგრეთვე კერძო საჩივრის ერთი ასლის წარმოდგენა (ს.ფ. 124-125).
იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს მიერ სახალხო ფოსტაში გაიგზავნა წერილი, რომლითაც სახალხო ფოსტას ეთხოვა ეცნობებინა, როდის ჩაჰბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან 2007 წლის 17 ოქტომბერს გაგზავნილი ამავე სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ასლი ადრესატს _ ე. ლ-იას (ს.ფ. 127).
2009 წლის 30 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა სახალხო ფოსტის დირექტორის 29.01.2009წ. ¹04/09 პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან 2007 წლის 17 ოქტომბერს ხობში, . . . ¹2-ში ე. ლ-იასათვის გაგზავნილი შეკვეთილი წერილი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება) შეტყობინებით ადრესატს ჩაჰბარდა 2007 წლის 21 ოქტომბერს (ს.ფ. 133).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჟ-იას (წარმომადგენელი ი. ბ-ძე) კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ასლი საქმეში არსებულ მისამართზე არაერთხელ გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს _ ლ. ჟ-იას (ს.ფ. 90, 102). დასახელებული განჩინების ასლი ასევე გაეგზავნა ლ. ჟ-იას წარმომადგენელ ე. ლ-იას. ლ. ჟ-იასათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ხოლო ე. ლ-იასათვის საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება არ მიუთითებს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების თარიღს.
დღეის მდგომარეობით, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია სახალხო ფოსტის დირექტორის 29.01.2009წ. ¹04/09 პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან 2007 წლის 17 ოქტომბერს ხობში, . . . ¹2-ში ე. ლ-იასათვის გაგზავნილი შეკვეთილი წერილი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება) შეტყობინებით ადრესატს ჩაჰბარდა 2007 წლის 21 ოქტომბერს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაგზავნისა და ჩაბარების პერიოდში ე. ლ-იას ლ. ჟ-იასაგან მინიჭებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება, მინდობილობა ძალაში იყო 2008 წლის 12 აპრილამდე და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვებოდა (ს.ფ. 24-25).
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი საპროცესო ვადის დინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო წარმომადგენელ ე. ლ-იასათვის გასაჩივრებული განჩინების სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღეს _ 2007 წლის 22 ოქტომბერს და დასრულდა 2007 წლის 2 ნოემბერს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა მხოლოდ 2008 წლის 26 დეკემბერს გაასაჩივრა ზეოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე, 399-ე მუხლების საფუძველზე ასევე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას და განმარტავს, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. კანონის დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს კერძო საჩივარი განუხილველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჟ-იას (წარმომადგენელი ი. ბ-ძე) კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ჟ-იას (წარმომადგენელი ი. ბ-ძე) კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. ლ. ჟ-იას დაუბრუნდეს ი. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 (ორმოცდაათი) ლარი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.