ას-842-1128-09 5 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სს “კორ სტანდარტ ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ. მ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5850 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი დ. მ-ძეს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2009 წლის 23 სექტემბერს (ს.ფ.113), სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში დ.მ-ძემ ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. მ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.