¹ას-886-1193-07 23 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს .... .... სააგენტო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ი, სს «ტ-ი”
დავის საგანი – სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 9 მარტს საქართველოს .... ფონდმა სარჩელი შეიტანა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში ე. ბ-ისა და სს „ტ-ის“ მიმართ და მესამე პირებად დაასახელა საქართველოს .... სამინისტრო და საქართველოს ..., ... და .... ... სამინისტრო. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან და უსაფუძვლოდ გაცემული თანხების უკან დაბრუნება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს .... ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ..... ფონდმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტს დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ასლების წარმოდგენა იმდენ ცალად, რამდენი მხარეცაა საქმეში და სააპელაციო საჩივრის შეტანაზე შ. კ-ის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით.
საქართველოს ..... ფონდს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს .... ფონდის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს .... სააგენტომ. მან მიუთითა, რომ საქართველოს ..... ფონდის ლიკვიდაცია მოხდა და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა შედარებით განსახვავებული პროფილისა და მიმართულების საქართველოს ..... სააგენტო. ახლადშექმნილი სამსახურის, როგორც რესპუბლიკური, ისე რეგიონალური სამსხურები განთავსებულ იქნა სხვა მისამართზე. აღნიშნულის გამო მათ სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება არ ჩაჰბარებიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ საქართველოს .... სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ, საქართველოს ..... ფონდის ლიკვიდაცია მოხდა და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა შედარებით განსახვავებული პროფილისა და მიმართულების საქართველოს ..... სააგენტო. ახლადშექმნილი სამსახურის, როგორც რესპუბლიკური, ისე რეგიონალური სამსახურები განთავსებულ იქნა სხვა მისამართზე. აღნიშნულის გამო მათ სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება არ ჩაჰბარებიათ.
დადგენილია, რომ საქართველოს ..... ფონდს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 27 სექტემბერს. აღნიშნული განჩინებით მას განემარტა, რომ, თუ იგი განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. მას ხარვეზი უნდა შეევსო 2007 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია ამ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.