Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №548აპ-17 ქ. თბილისი

ი-ი ვ., 548აპ-17 20 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განაჩენით:

ვ. ი-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

ბ. ბ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

რ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

ე. ა-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

ე. ა-ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ვ. ი-ს (1000 ლარი), ე. ა-ს (1000 ლარი), ბ. ბ-ს (1000 ლარი), რ. მ-ს (1000 ლარი) მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მათ შემტან პირებს.

2. აღნიშნული განაჩენით ვ. ი-ს, ბ. ბ-ს, რ. მ-სა და ე. ა-ს მსჯავრი დაედოთ სამსახურებრივ გულგრილობაში, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 9 ივლისს ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამავე საკრებულოს წევრი - ვ. ი-ი აირჩია .....მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ. 2013 წლის 5 ივნისს ..... მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვ. ი-ი დანიშნა ….. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ.

2013 წლის 5 ივნისს ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ა-ი, რ. მ-ი და ბ. ბ-ე დანიშნა ….. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრებად.

….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 20 მაისს განიხილა მოქალაქე გ. ა-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა ….., სოფელ …..მდებარე მის საკუთრებაში არსებულ 1500 მ2 მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად დაკავებულ 2319 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა, ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ.ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-სთან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე. ა-თან ერთად, გ. ა-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. ა-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები იყო მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ფართობზე და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 20 მაისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ი-მ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც გ. ა-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 2319 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 20 მაისს განიხილა მოქალაქე ა. ჭ-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა ….., სოფელ …..მდებარე თვითნებურად დაკავებულ 1500 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა, ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ. ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-სთან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე. ა-თან ერთად, ა. ჭ-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. ჭ-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 20 მაისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ი-მ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც ა. ჭ-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 1500 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

…..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 6 ივნისს განიხილა მოქალაქე ზ. მ-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა ….., სოფელ ….. მდებარე მის საკუთრებაში არსებულ 600 მ2 მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად დაკავებულ 1062 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა, ….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ. ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-სთან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე. ა-თან ერთად, ზ. მ-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზ. მ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები იყო მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ფართობზე და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 6 ივნისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ.ი-მ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც ზ. მ-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 1062 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

…..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 27 ივნისს განიხილა მოქალაქე მ. დ-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა ….., სოფელ ….. მდებარე თვითნებურად დაკავებულ 2600 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა, …..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ. ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-თან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე. ა-თან ერთად, მ. დ-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. დ-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 27 ივნისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ი-მ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც მ. დ-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 2600 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

….. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 27 ივნისს განიხილა მოქალაქე ვ.მ-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა ….., სოფელ …..მდებარე თვითნებურად დაკავებულ 2600 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა,…..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ. ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-თან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე. ა-თან ერთად, ვ. მ-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. მ-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 27 ივნისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ი-მ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც ვ. მ-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 2600 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

…..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 27 ივნისს განიხილა მოქალაქე ო. ხ-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა ….., სოფელ …..მდებარე თვითნებურად დაკავებულ 2200 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა, …..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ. ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-თან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე-ე ა-თან ერთად, ო. ხ-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო. ხ-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 27 ივნისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ი-ს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც ო. ხ-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 2200 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

…..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2014 წლის 27 ივნისს განიხილა მოქალაქე ნ. ჯ-ს განცხადება, რომელიც ითხოვდა….., სოფელ ….. მდებარე მის საკუთრებაში არსებულ 67 მ2 მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად დაკავებულ 2500 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

მიუხედავად კანონის მსგავსი მოთხოვნისა, …..მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ - ვ. ი-მ კომისიის სხვა წევრებთან: ნ. ბ-თან, რ. მ-თან, ბ. ბ-სა და ე. ა-თან ერთად, ნ. ჯ-ს განცხადების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ჯ-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები იყო მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ფართობზე და კომისიის წევრებთნ ერთად მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

2014 წლის 27 ივნისს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ი-მ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის შემდგომაც ნ. ჯ-მ საჯარო რეესტრში დაიკანონა 2500 მ2 მიწის ნაკვეთი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა. აპელანტმა საჩივრით ითხოვა: ვ. ი-ს, ე. ა-ს, ბ. ბ-სა და რ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შვიდ ცალკეულ ეპიზოდში) და მათ მიმართ 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; რ. მ-ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით - თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

ე. ა-ს, ვ. ი-ს, ბ. ბ-სა და რ. მ-თვის შერაცხული ბრალდებები დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების - ს. დ-ს, ე. ა-ს, ო. ხ-ს, ნ. ს-ს, ვ. მ-ს, ნ. ჯ-ს, თ. ხ-ს, გ. კ-ს, გ. ა-ს, ვ.ა-ს, ა. ჭ-ს, მ. დ-ს, გ. ს-ს, ე. ა-ს, ზ. მ-ს, მ. ა-ს, ა. ა-ს, ზ. ც-ს, კ. გ-ს, ბ. ბ-ს, ნ. ბ-ს, რ. მ-ს, ვ. ი-ს დაკითხვის ოქმებით, …..მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით, ექსპერტიზის დასკვნებით, დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ვ. ი-ს, ე. ა-ს, ბ. ბ-სა და რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში შვიდ ეპიზოდში ცალ-ცალკე დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან სამსახურებრივ გულგრილობას უმეტეს შემთხვევაში სისტემატური ხასიათი აქვს და იგი ვლინდება მთელ რიგ კონკრეტულ მოქმედებათა შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში, რაც არ ქმნის დანაშაულის არაერთგზისობას, არამედ მას განგრძობადი ხასიათი აქვს.

მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (ე. ა-ს, ვ. ი-ს, ბ. ბ-სა და რ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნული მახასიათებლები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენი დატოვა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს ვ.ი-ს, ე. ა-ს, ბ. ბ-სა და რ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შვიდ ცალკეულ ეპიზოდში) და მათ მიმართ 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; რ. მ-ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით - თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევასა და სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების აკრძალვას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულთა მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების 7 სხვადასხვა დამოუკიდებელ ეპიზოდად დაკვალიფიცირების შესახებ და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებული მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

11. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელების დამძიმების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნები, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადეს მტკიცებულებები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ; ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მათ შეუფარდა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი