¹ ას-916-1223-07 7 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაA პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამცხე-ჯავახეთის საჯარო რეესტრის სამსახურისადმი დავალების გაცემა ბინის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მოქმედებისაგან თავის შეკავების თაობაზე სადავო საქმის განხილვამდე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. პ-მა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ გ. ე-თან გააჩნია ქონებრივი დავა, საცხოვრებელი ფართისა და მზითვების დაბრუნების თაობაზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, შესაძლოა გასხვისებულ იქნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ... საჯარო რეესტრის სამსახურისათვის დავალება, შეაჩეროს და არ გააფორმოს ბინის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო მოქმედება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ. პ-ს განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ლ. პ-ს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. პ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, ლ. პ- კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც ლ. პ-ს კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება კერძო საჩივარზე საბოლოოა და არ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. აღნიშნული ლ. პ-ს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. პ- კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.