¹ას-923-1130-08 22 იანვარი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ. და ბ. კ-ძეები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. კ-ძე, მ. ხ-ძე (მოსარჩელეები)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინება
აღწერილობითი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. კ-ძემ, ჟ. კ-ძემ და ნ. კ-ძემ მოპასუხე ბ. კ-ძისა და მ. კ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათი წინაპარი 1940-1941 წლებში გადმოსახლებულა თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ასურეთში ამბროლაურის რაიონიდან იმ სახლში, რომელშიც დღემდე ცხოვრობს მოსარჩელე ნ. კ-ძე. 2007 წლამდე აღნიშნული სახლის მესაკუთრე იყო მოსარჩელეების - მ. და ჟ. კ-ძეებისა და მოპასუხე ბ. კ-ძის ბებია ლ. კ-ძე, რომლის მეუღლეც 1917 წლის ომში დაიღუპა. Dსამამულო ომში დაიღუპა ლ. კ-ძის შვილი მ. კ-ძე, ხოლო 1946 წელს გარდაიცვალა მ. კ-ძის მეუღლე თ. კ-ძე. Mმას შემდეგ ობლებს - მ. ჟ. და ბ. კ-ძეებს ზრდიდა ბებია, რომელიც 1957 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტიდან ქონების ფლობას შეუდგნენ შვილიშვილები. Mმიუხედავად გათხოვებისა, მ. და ჟ. კ-ძეები რეგულარულად აკითხავდნენ სახლს და ფლობდნენ მას, სახლში ცხოვრობდა ბ. კ-ძე მეუღლითა და შვილებით. 1991 წელს სახლი დაიწვა, რომელიც მოსარჩელეებმა აღადგინეს თავიანთი ხარჯებით, მოპასუხე ბ. კ-ძე ამ დროს უკვე ცხოვრობდა თავისი სიმამრის სახლში, სადაც დღემდე ცხოვრობს. Mმამაპაპისეულ სახლში დღესაც ცხოვრობს ბ. კ-ძის ვაჟი, ნ. კ-ძე თავის ოჯახთან ერთად.
1992 წლის სისტემური აღრიცხვებით ბ. კ-ძე დარეგისტრირებულია სახლის ერთადერთ მესაკუთრედ, მაშინ, როდესაც სამკვიდრო წილი ერგებოდათ მის დებს - მ. და ჟ. კ-ძეებსაც. იმის ნაცვლად, რომ ბ. კ-ძეს დებისათვის შეეთავაზებინა წილი, 2007 წლის 27 ნოემბერს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა ჩუქების ხელშეკრულება თავისი უმცროსი ქალიშვილის - მ. კ-ძის სახელზე.
მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით დგინდება, რომ ბ. კ-ძის სახელზე სახლი აღირიცხა 2002 წლის სისტემური აღრიცხვებით UშAID-ის მიერ. თეთრიწყაროს მუნიკიპალიტეტის ასურეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ლ. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლნენ მისი შვილიშვილები მ. ბ. და ჟ. კ-ძეები. მოსარჩელეს ხელთ აქვს 2006 წლის 5 დეკემბერს შედგენილი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ Mა. დ-ძე, ა. ს-ძე, ფ. დ-შვილი და ა. გ-ძე. აქტის თანახმად, ისინი აწარმოებდნენ სამშენებლო შესაკეთებელ სამუშაოებს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ასურეთში მცხოვრები Nნ. კ-ძის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული სამუშაოებისათვის ნ. და ჟ. კ-ძეებისაგან მიიღეს სულ 5300 ლარი. Aაქედან სახურავის შეცვლისათვის 1500 ლარი, სახლის კედლების გაჯით შელესვისათვის 7800 ლარი, სახლის რემონტისათვის 1500 ლარი, ბეტონის აივნის ხელახლა გაკეთებისათვის 1500 ლარი. 2007 წლის 5 დეკემბერს შედგენილი აქტით დგინდება, რომ 1991 წელს ნაწილობრივ დაიწვა ბ. კ-ძის საცხოვრებელი სახლი და იგი აღდგენილ იქნა 2003-2004 წლებში ნ. კ-ძის ხარჯებით.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს, მოპასუხეებს ბ. და მ. კ-ძეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2003 წელს ხანძრით დაზიანებული სახლის აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, 15294 ლარის გადახდა.
სასამართლო პროცესზე მოპასუხეების შუამდგომლობის საფუძველზე მოსარჩელეები მ. და ჟ. კ-ძეები ცნობილ იქნენ არასათანადო მოსარჩელეებად და შეიცვალნენ სათანადო მოსარჩელით – მ. ხ-ძით, რომელიც არის ნ. კ-ძის მეუღლე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ძისა და მ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. და მ. კ-ძეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ 10000 ლარის გადახდა; ბ. და მ. კ-ძეების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. კ-ძესა და მ. ხ-ძეს შეუწყდათ საცხოვრებელ სახლზე მფლობელობა და გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული სახლ.ნ; მოსარჩელე ნ. კ-ძესა და მ. ხ-ძეს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა, აგრეთვე დაეკისრათ ბ. და მ. კ-ძის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა მოპასუხეების სასარგებლოდ. მოპასუხე ბ. კ-ძესა და მ. კ-ძეს უარი ეთქვათ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. და ბ. კ-ძეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით ნ. კ-ძისა და მ. ხ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. კ-ძისა და მ. ხომასურაძის სარჩელი მ. და ბ. კ-ძეების მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება მ. და ბ. კ-ძეებისათვის 10000 ლარის დაკისრების ნაწილში. აპელანტ მ. კ-ძეს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 420 ლარის ნახევარი – 210 ლარი.
აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. და ბ. კ-ძეებმა. მათ მიუთითეს, რომ 18 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიღებულ იქნა განჩინება სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შესახებ, რითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. კ-ძისა და მ. ხ-ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
მათი აზრით, აღნიშნული განჩინებით არასწორად იქნა გადაწყვეტილი საკითხი აპელანტ მ. და ბ. კ-ძეებისათვის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში, კერძოდ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით, აპელანტ მ. და ბ. კ-ძეებს უნდა დაუბრუნდეთ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 420 ლარის ნახევარი – 210 ლარი. სსსკ-ის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების (ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის) გადახდა. სააპელაციო სასამართლომ კი ნაცვლად იმ., რომ მოსარჩელეთათვის დაეკისრებინა მოპასუხეთა სასარგებლოდ მათ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) გადახდა, დაადგინა გადახდილი 420 ლარის ნახევრის – 210 ლარის დაბრუნება, რაც არასწორია.
Yყოველივე ზემოაღნიშნულ.ნ გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შეცვლა და სსსკ-ის 831-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ნ. კ-ძესა და მ. ხ-ძეს დაეკისროთ მოპასუხე ბ. და მ. კ-ძეების სასარგებლოდ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 420 (ოთხას ოცი) ლარის გადახდა; ასევე, ნ. კ-ძესა და მ. ხ-ძეს დაეკისროთ მოპასუხე მ. და ბ. კ-ძეების სასარგებლოდ მათ მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. და ბ. კ-ძეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით ნ. კ-ძისა და მ. ხ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. კ-ძისა და მ. ხომასურაძის სარჩელი მ. და ბ. კ-ძეების მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება მ. და ბ. კ-ძეებისათვის 10000 ლარის დაკისრების ნაწილში; აპელანტ მ. კ-ძეს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 420 ლარის ნახევარი – 210 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს Qქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
აღნიშნული მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეთა სასარგელოდ მათ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ნახევარი, კერძოდ, არასწორად დაადგინა გადახდილი 420 ლარის ნახევრის - 210 ლარის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეკისრებინა არა 210, არამედ მთლიანად 420 ლარის გადახდა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ძესა და მ. ხ-ძეს უნდა დაეკისროთ მოპასუხე ბ. და მ. კ-ძეების სასარგებლოდ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 420 ლარისა და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, სულ 470 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. და ბ. კ-ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში;
3. ნ. კ-ძესა და მ. ხ-ძეს დაეკისროთ მ. და ბ. კ-ძეების სასარგებლოდ 470 ლარის გადახდა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.